CAM პროგრამის მიზანია მსმენელისთვის ძირითადი ორგანიზაციული ცნებების გაცნობა, სათანადო ცოდნის და უნარ–ჩვევების მიცემა და გაუმჯობესება, რათა მან შეძლოს ნებისმიერ სტურქტურაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობა, მმართველური გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება, კარიერული წინსვლა.
პროგრამა განკუთვნილია:
მცირე და საშუალო პროექტების ხელმძღვანელებისთვის, ოფისის ადმინისტრატორებისათვის, სხვადასხვა პროგრამების კოორდინატორებისთვის, ორგანიზაციის მაღალი დონის ხელმღვანელების თანაშემწეებისთვის.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მენეჯმენტის საფუძვლებს, ორგანიზაციულ ქცევას, პერსონალის ქცევის მართვას, შესრულების მონიტორინგს და ანგარიშგების მომზადებას, გუნდური მუშაობის ორგანიზებას, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობას, რესურსების ეფექტურ მართვას და ალტერნატივების შეფასება. ლექციები ჩატარდება ინტერაქტიული ფორმით და განხილული იქნება პრაქტიკული სიტუაციები.
საგნების ჩამონათვალი:
პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს და მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს:
• თანამედროვე ორგანიზაციის ძირითადი ელემენტები, მათი ურთიერთკავშირი, ორგანიზაციული სტრუქტურა;
• პროექტის/პროგრამის კომპონენტების მართვა;
• მცირე ზომის სამუშაო პროექტის/ჯგუფის ლიდერობა;
• რესურსების ეფექტური მართვა, ალტერნატივების შეფასება;
• შესრულების მონიტორინგი და სამუშაოს შეფასება, ანგარიშგება;
• ეფექტური შიდა და გარე კომუნიკაცია;
• საქმიანობის ელექტრონული ორგანიზება.
სერტიფიკატი:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი მიიღებს თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს – Certified Administrative Manager
მოთხოვნა სერთიფიკატის მისაღებად:
• თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
• შემაჯამებელი პროექტის მომზადება, წარდგენა და დაცვა
პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 7 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ.
• სამუშაო დღეებში (სამჯერ) 19:00 - 21:45
• შაბათს 10:00 - 16:00
პროგრამის ღირებულება:
CAM პროგრამის სწავლის საფასური – 1290 ლარი. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში.
პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
დაწყების თარიღი:
CAM 20 - 31 ოქტომბერი 2017
CAM 21 - 15 მაისი 2018
საკონტაქტო პირი:
თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848