CAP პროგრამის მიზანია, სისხლის სამართლით დაინტერესებულ, მოქმედ ან მომავალ იურისტებს გაუღრმავოს ცოდნა და განუვითაროს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც სჭირდება წარმატებულ პროკურორს ან ადვოკატს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს, აგრეთვე სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს.
CAP პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია არის ჰარვარდის უნივერსიტეტის სასერთიფიკატო პროგრამების მსგავსი და ორიენტირებულია პრაქტიკულ საკითხებზე, სავარჯიშოებსა და ინტერაქტიულ მეთოდებზე.
მსმენელებს წინასწარ ურიგდებათ მასალები და კაზუსები, რომელთა განხილვაც ხდება სალექციო სესიებზე. საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ლექტორები ინდივიდუალურად მუშაობენ თითოეულ მსმენელთან.
პროგრამის ლექტორები არიან სისხლის სამართლის სფეროს მოწინავე სპეციალისტები, პრაქტიკოსი იურისტები და მოსამართლეები, სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედი კოდექსის ავტორები.
პროგრამის ფარგლებში, მსმენელები სწავლობენ სისხლის მატერიალური და საპროცესო სამართლის ყველა ძირითად საკითხს, მათ შორისაა: დანაშაულის კვალიფიკაცია, საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცების სტანდარტები, მოწმის გამოკითხვა/დაკითხვა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, წინასასამართლო და არსებითი განხილვა, აპელაცია და კასაცია.
მსმენელები გადიან ცალკე მოდულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, გამოიმუშავებენ მსაჯულთა შერჩევისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, სწავლობენ მსაჯულობის კანდიდატთა აცილების უფლების მომგებიანად გამოყენებას.
მნიშვნელოვანი დრო ეთმობა სამართლებრივი წერის კომპონენტს. ამ მიზნით გამოიყენება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დგება პროცესუალური დოკუმენტები პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებში.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასამართლოს წინაშე დამაჯერებლად გამოსვლას. ამ უნარის უკეთ გამომუშავებისთვის, მოდული მიჰყავთ სამსახიობო სფეროს სპეციალისტებს. მსმენელები სწავლობენ ემოციების მართვას, აქცენტების სწორად დასმას, მსაჯულების, მოსამართლისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე ეფექტურ საუბარს.
პროგრამაში შედის მენეჯმენტისა და კომუნიკაციის კომპონენტი - მათ შორის, საოფისე კულტურა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მოქალაქესთან კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა.
პროგრამის საფასურია 1200 ლარი.
პროგრამა განკუთვნილია:
პროგრამა დაგეხმარებათ:
მოთხოვნა სერთიფიკატის მისაღებად:
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს -CAP (Criminal Attorney Professional)
პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ტელ: 220 0901(*105)
მობ: 579 494848