ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CBA (Certified Business Administrator)

CBA პროგრამის მიზანია მსმენელისთვის ბიზნესის ძირითადი ცნებების გაცნობა და სათანადო ცოდნის მიცემა, რათა მან შეძლოს ბიზნესის დაწყება, ბიზნესის სფეროში დასაქმება ან/და კარიერული წინსვლა, მმართველური გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება.

 

პროგრამა განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციური მფლობელებისათვის, მოქმედი მენეჯერებისათვის, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ბიზნესის მართვის სფეროში.

 

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ბიზნესის ძირითად საგნებს და მოამზადებენ ბიზნეს – პროექტებს. პროგრამა აწყობილია ქეისებით სწავლების მეთოდზე.

 

საგნების ჩამონათვალი: 

პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს და მოამზადებენ ბიზნეს – პროექტს:

  • ბიზნესის-გეგმა
  • ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვა
  • გადასახადები
  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • კომპიუტერული უნარ–ჩვევები
  • ეფექტური პრეზენტაცია

 

სერტიფიკატი: 

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს - Certified Business Administrator.

 

მოთხოვნა სერთიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • ბიზნეს – პროექტის მომზადება, წარდგენა და დაცვა 

 

პროგრაის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ:

  • სამუშაო დღეებში (სამჯერ) 19:00 - 21:45
  • შაბათს 10:00 - 16:00

 

პროგრამის ღირებულება: 

CBA პროგრამის სწავლის საფასური – 2290 ლარისწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.

 

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

დაწყების თარიღი: 

  • CBA55 - 23 სექტემბერი, 2019
  • CBA56 - 20 იანვარი, 2020
  • CBA57 - 9 ოქტომბერი, 2020
  • CBA58 - 29 მარტი, 2021
  • CBA59 - 11 ოქტომბერი, 2021
  • CBA60 - 17 თებერვალი, 2022
  • CBA61 - 10 ოქტომბერი, 2022
  • CBA62 - თებერვალი, 2023
  • CBA63 - აპრილი, 2023
  
 

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი

✉ 

t.khinchagashvili@freeuni.edu.ge

☏ 

+995-579-49-48-48