Vacancy
თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ბიოლოგიაში აცხადებს ვაკანსიას დოქტორანტის პოზიციაზე, აგრარული უნივერსისტეტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტში „ Antimicrobial potential and mechanisms of action of cationic antimicrobial peptides (CAMPs)“.
კათიონური ანტიმიკრობული პეპტიდები ტრადიციული ანტიბიოტიკების იმედისმომცემ ალტერნატივას წარმოადგენენ და შესაბამისად მოიაზრებიან როგორც ერთერთ მთავარ კანდიდატები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის დასამარცხებლად.
პროექტის ფარგლებში დოქტორანტი შეისწავლის როგორც ცალკე CAMP-ბის ასევე CAMP-ბის და სხვა ანტიმიკრობული აგენტების კომბინატორულ ანტიბაქტერიულ აქტივობას. ასევე გამოიკვლევს ბაქტერიებზე მათი მოქმედების მექანიზმებს უჯრედულ და მოლეკულურ დონეებზე.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პუბლიკაცია : https://www.cell.com/heliyon/fulltext/S2405-8440(24)03883-0
დოქტორანტი კვლევებში ჩაერთვება 3 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში დოქტორანტი ასევე ჩართული იქნება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების სწავლების პროცესში.
დოქტორანტის ხელფასი შეადგენს 800 GEL (აგრარული უნივერსიტეტი) და კვარტალში 900 USD (ISTC). შემოსავლის დაახლოებით 1/5-ით შეძლებს სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას.
პროექტის პარტნიორები არიან: ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოინფორმატიკის ლაბორატორია, და აშშ-ს ჯანმთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH), ალერგიის და ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის, კიბერინფრასტრუქტურის და კომპიუტერული ბიოლოგიის ოფისი.
კვალიფიკაცია:
- მაგისტრის ხარისხი მიკრობიოლოგიის ან ბიოქიმიის ან მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით.
- ძლიერი ანალიტიკური და კვლევითი უნარები
- კანდიდატი უნდა იყოს გათვითცნობიერებული თანამედროვე ბიოლოგიურ ლაბორატორიულ ტექნიკებსა და ხელსაწყოებში
- უნდა შეეძლოს მუშაობა როგორც დამოუკიდებლად ასევე როგორც კვლევითი ჯგუფის ნაწილს
- უნდა ფლობდეს კარგი კომუნიკაციის ვერბალურ და წერითი უნარებს
- ყურადღებას უნდა აქცევდეს დეტალებს და იყოს ზუსტი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დროს
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომლებსაც აქვთ კვლევის სფეროში გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა პირველ ეტაპზე 01 სექტემბრამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი პროფ. გიორგი ზაალიშვილთან gi.zaalishvili@agruni.edu.ge
სადოქტორო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნუცა ბათიაშვილს
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი
ტელ.: 577 729 909
ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge
პროფ. ნატო კობახიძეს
სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი
ელ. ფოსტა: n.kobakhidze@agruni.edu.ge
The joint PhD program in Biology of Tbilisi Free University and the Agricultural University of Georgia announces a vacancy for the position of a doctoral student in the research project "Antimicrobial potential and mechanisms of action of cationic antimicrobial peptides (CAMPs)" sponsored by the International Science and Technology Center (ISTC) and the Agricultural University of Georgia. Cationic antimicrobial peptides represent a promising alternative to traditional antibiotics and are therefore considered one of the main candidates for defeating antibiotic resistance. Within the framework of the project, the doctoral student will investigate the antibacterial activity of CAMPs alone and in combination with other antimicrobial agents and their mechanisms of action on bacterial cell at cellular and molecular levels. For more information, see the publication: https://www.cell.com/heliyon/fulltext/S2405-8440(24)03883-0
The doctoral student will be involved in research for a period of 3 years and will participate in the educational process of bachelor and master students. The salary of a doctoral student is 800 GEL (Agricultural University of Georgia) and 300 USD (ISTC).
The partners of the project are: the Bioinformatics Laboratory of Beritashvili Experimental Biomedicine Center, and the Cyberinfrastructure and Computational Biology Office of the Department of Allergy and Infectious Diseases at the National Institute of Health (NIH), USA.
Qualification:
- Master's degree in microbiology, biochemistry or molecular biology.
- Strong analytical and research skills
- Be familiar with modern biological laboratory techniques and equipment
- Work both independently and as a part of the research team
- Good verbal and written communication skills
- The candidate must pay attention to details and be accurate in data collection and analysis
- Preference will be given to candidates who have experience in the field of research
In case of interest, until 01 september please send your CV and motivation letter to Prof. gi.zaalishvili@agruni.edu.ge
For detailed information about the doctoral program please contact:
Nutsa Batiashvili
Dean of the Graduate school
Tel: 577 729 909
e-mail: n.batiashvili@freeuni.edu.ge
Prof. Nato Kobakhidze
phD programs Coordinator