Nino Kilarjiani

Lecturer; Researcher of the Institute of Asia and Africa

Nino Kilarjiani

Lecturer; Researcher of the Institute of Asia and Africa

n.qilarjiani@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

Biography

1974 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი თეოლოგიის სპეციალობით. 2006 წელს მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობით და თარჯიმნის საქმიანობას ინდოეთსა და სირიაში. ასევე იყო მთარგმნელთა და თარჯიმანთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 2004-2006 წლებში იყო ESM-თბილისის ინგლისური ენის ლექტორი, ხოლო 2006 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ასევე ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე და დღემდე აქტიურად აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, როგორც ლექტორი და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მკვლევარი. 2008-2009 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტშიც. გარდა სალექციო კურსებისა, ხელმძღვანელობს სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვის პროცესს.

განათლება

2006 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეოლოგიის მაგისტრი
2004 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეოლოგის ბაკალავრი
1974 - ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

შორეული აღმოსავლეთის რელიგიები (B)
Magni Libri V (B)