Guram Chikovani

Professor; Head of the Center for the Study of Arab Countries and Islamic World

Guram Chikovani

Professor; Head of the Center for the Study of Arab Countries and Islamic World

g.chikovani@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

Biography

2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური აზიის არაბული დიალექტები" და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი სემიტური ენების (არაბული დიალექტოლოგია) მიმართულებით. 1991 დააარსა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და 2009 წლამდე იყო რექტორი. 2009-2016 წლებში ეკავა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა. 2001 წელს იყო აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი. არის ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების, არაბისტ–დიალექტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის, ევროპის ცენტრალური აზიის კვლევის ასოციაციისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დოკუმენტებისა და კვლევის ცენტრის საპატიო წევრი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და ნაშრომები საქართველოსა და საზღვარგარეთ. მოწვეული პროფესორის რანგში კითხულობდა ლექციებს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი და ჯილდოები: აშშ-ს “საერთაშორისო აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამეცნიერო კვლევებში თვალსაჩინო წვლილისათვის” მონტანას უნივერსიტეტი, 2005 (“Certificate of Recognition for Outstanding Scholarship & Research”); აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სერტიფიკატი განათლების მართვისა და ადმინისტრირების პროგრამაში მონაწილეობისათვის (2003); ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი აკადემიური თანამშრომლობის კავკასიის საერთაშორისო კონსორციუმის დაფუძნებისათვის. მისი კვლევის სფეროები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: არაბული ენათმეცნიერება, არაბული დიალექტოლოგია, ლიტერატურა, რუსთველოლოგია, ქართულ–აღმოსავლური ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები, განათლების ადმინისტრირება, უმაღლესი განათლების სისტემები. იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ენის მიმართულების პროფესორი.

განათლება

2002 – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობა: სემიტური ენები (არაბული დიალექტოლოგია). დისერტაციის თემა: „ცენტრალური აზიის არაბული დიალექტები"
1988 – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობა: სემიტური ენები (არაბული დიალექტოლოგია). დისერტაციის თემა: „არაბული ენის კაშკადარიული დიალექტის მორფოლოგიური სტრუქტურა“
1967-1973 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპეციალობა: აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი)

სასწავლო კურსები

ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურა (B)
ბიზნესის არაბული ენა (B)
ყურანი (B)

პუბლიკაციები

Chikovani, G., Tskhvediani, Z. (2022). Dialectological Expedition to Central Asia: October-November, 2018. Studies on Arabic Dialectology and Sociolinguistics. Proceedings of the 13th AIDA International Conference Held in Kutaisi on May 28-31, 2019, Kutaisi. pp. 83-108.

Chikovani, G. (2022). The Arabic Dialects in Central Asia: Qashqa-darya and Bukhara Dialects. Tbilisi: Free and Agricultural Universities Press.

ჩიქოვანი, გ. (2021). მულღაზანზარი „ვეფხისტყაოსანში“. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, XIII, თბილისი. გვ. 55-65

ჩიქოვანი, გ. (2019). ეტიმოლოგიური პარალელები: მცხეთა – მასხითა/მაშკითა – დიმაშკ. მოხსენების თეზისი. თავისუფალი უნივერსიტეტი - 19.11.2020 წ. Free University Journal of Asian Studies, no. 2 (December), Tbilisi. (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ჩიქოვანი, გ. (2019). არაბული წარმომავლობის საერთაშორისო ლექსიკა. Free University Journal of Asian Studies, no. 1 (December), Tbilisi.  (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ჩიქოვანი, გ. (2018). ვეფხისტყაოსნის მთავარ გმირთა სახელების წარმომავლობისათვის (ტარიელი, ავთანდილი). ორიენტალისტური ძიებანი, ქუთაისი, გვ. 105-117

ჩიქოვანი, გ. (2018). qəltu - gələt არაბული დიალექტები და ცენტრალურაზიური არაბული. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, XI, თბილისი. გვ. 68-82

ჩიქოვანი, გ., ცხვედიანი, . (2018). დიალექტოლოგიური ექსპედიცია ცენტრალურ აზიაში: ოქტომბერი-ნოემბერი. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, XII, თბილისი. გვ. 23-57  

Chikovani, G. (2017). Dialectological Material as a Source to Study Central Asian Arabs History, Ethnography and Culture. Lisan Al-Arab. Studies in Arabic Dialects. Proceedings of the 10th International Conference of AIDA Qatar University, 2013, edited by Muntasir Fayez Faris Al-Hamad, Rizwan Ahmad, Hafis I. Alaoui, Lit Verlag, Wien-Zürich, pp. 135-149

Chikovani, G. (2017). The Tense in Central Asian Arabic Dialects: Complex (Immediate) Future and Present Definite (Continuous tense)”, Studies on Arabic Dialectology and Sociolinguistics. Proceedings of the 12th International Conference of AIDA held in Marseille from 30th May - 2nd June, Edited by Catherine Miller, Alexandrine Barontini, Marie-Aimée Germanos

ჩიქოვანი, გ. (2016). მათრახი „ვეფხისტყაოსანში. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, IX, თბილისი. გვ. 49-60

Chikovani, G. (2014). Bukhara and Qashqa-Darya Arabic Dialects. The Main Objectives of the Study of Peripheral Arabic Dialects. Neue Beihefte zur Wiener Zeitschrift für die Kunde des Morgenlandes, Alf Lahga wa Lahga. Proceedings of the 9th AIDA Conference, Wien, pp. 113-121 

ჩიქოვანი, გ. (2014). რთული (დაუყოვნებელი) მომავალი ცენტრალური აზიის არაბულ დიალექტებში. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, VIII, თბილისი, გვ. 108-114

ჩიქოვანი, გ. (2014). ავთანდილის ეტიმოლოგიისათვის. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, VIII, თბილისი. გვ. 115-118

ჩიქოვანი, გ. (2013). დიალექტოლოგიური მასალა, როგორც წყარო ცენტრალური აზიის არაბთა ისტორიის, ეთნოგრაფიისა და კულტურის შესასწავლად. საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება“. ქუთაისი,. გვ. 392-395