2024-25 სასწავლო წლის პირველი გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
01 November 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში პირველ გაცნობით პროგრამას 400-მდე მოსწავლე დაესწრო და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.