ანი ფხაკაძე სწავლას აგრძელებს ვენაში, Central European University-ში
25 August 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ანი ფხაკაძე სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ვენაში, Central European University-ში Global Business Law and Regulation სამაგისტრო პროგრამაზე.
ანიმ მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო 60%-იანი დაფინანსება და ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია, რომლითაც დაფარავს სწავლის დარჩენილ საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს.
პროგრამის ფარგლებში ანი შეისწავლის საერთაშორისო ეკონომიკის, საკორპორაციო და ტრანზაქციების სამართლისა და დავის ალტერნატიული მოგვარების განსხვავებულ მეთოდებსა და პრაქტიკებს. სასწავლო პროგრამა ძირითადად ფოკუსირდება თანამედროვე კომერციულ სამართალში იურიდიული მომსახურების შედარებით სამართლებრივ პრაქტიკულ ასპექტებზე.

Similar news

28 March 2024
Thurgood Marshall 2024-ის ორივე ტური ჩატარდა

01 April 2024
თავისუფალი აზროვნების კონკურსი 2024 ჩატარდა

12 April 2024
სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საჯარო დისკუსია გაიმართა კამპუსში

01 January 0001
ანრი პაპუნაშვილმა სწავლა გააგრძელა Chicago-Kent College of Law-ში

03 March 2025