ახალი სახელმძღვანელო იაპონური ენის სერიიდან – „იაპონური ენა ყველას“

22 June 2026

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა წარმოგიდგენთ ახალ სახელმძღვანელოს იაპონური ენის სერიიდან – „იაპონური ენა ყველას“, დაწყებითი დონე II.

გამოცემა აერთიანებს ძირითადი წიგნის თარგმანსა და გრამატიკის განმარტებას ქართულ ენაზე (Minna no Nihongo Shokyu II Dai 2-han Honyaku Bunpou Kaisetsu Jojiago-ban).

პროექტი ხორციელდება იაპონიის ფონდის (The Japan Foundation) მხარდაჭერით, იაპონურ გამომცემლობა „3ა კორპორაციასთან“ (3A Corporation) თანამშრომლობითა და საავტორო უფლებების დაცვით.

სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ:

მთარგმნელი: მედეა გოცირიძე-კოჯიმა

რედაქტორები: თამარ ჟღენტი, იასუჰირო კოჯიმა

გამოცემის კოორდინატორი: ანა მილაშვილი

დიზაინი: ნატალია ღლონტი

წიგნი განკუთვნილია იაპონური ენით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს სწავლის მომდევნო ეტაპზე გადასვლა და ცოდნის გაღრმავება.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ აღნიშნული სერიიდან უკვე გამოცემული და ხელმისაწვდომია:

„იაპონური ენა ყველას“, დაწყებითი დონე I (Minna no Nihongo Shokyu I)

„იაპონური ენა ყველას“, საშუალო დონე I (Minna no Nihongo Chukyu I)

Japan1