ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის 2024-ის პირველი ტური ჩატარდა
03 April 2024
ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველ ტურს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა 17 მარტს კახა ბენდუქიძის კამპუსში. საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების Economic Fundamentals Initiatve-სა და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ოლიმპიადის პირველ ტურში 1380-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 200 სკოლიდან თბილისსა და რეგიონებში.
ოლიმპიადის ეროვნულ რაუნდს, რომელშიც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე 228 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ასევე კახა ბენდუქიძის კამპუსი უმასპინძლებს. ეროვნული ტურის შედეგად შერჩეული ათი მოსწავლე ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში ჩაერთვება უკრაინელ მონაწილეებთან ერთად, ხოლო ხუთი მონაწილე საქართველოს სახელით გაემგზავრება საბერძნეთში საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე.
თავისუფალი უნივერსიტეტი ეროვნული რაუნდის 10 მაღალი შედეგის მქონე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიდან შეარჩევს 3 საპრიზო ადგილს და გადასცემს სწავლის დაფინანსების ვაუჩერებს. შერჩეული მოსწავლეები შეძლებენ სწავლის დაფინანსებას თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა.
თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სასწავლო ვაუჩერების ოდენობა შეადგენს:
I ადგილი - 2 000 ლარი
II ადგილი - 1 500 ლარი
III ადგილი - 1 000 ლარი
ეკონომიკის ოლიმპიადის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.