ელენე ჯოხარიძე სწავლას აგრძელებს Centre international de formation européenne (CIFE)-ში
25 June 2026
სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე ჯოხარიძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Centre international de formation européenne (CIFE)-ში ევროპული ინტეგრაციისა და გლობალური კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა სწავლის 50%-იანი დაფინანსება.
სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია ევროკავშირის პოლიტიკის სიღრმისეულ შესწავლაზე და ხორციელდება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის თანამშრომლობით: Institut für Europäische Politik (IEP) ბერლინი, Centre international de formation européenne (CIFE) ნიცა და Luiss Guido Carli University (School of Government) რომი. თეორიული კურსის შემდგომ პროგრამა მოიცავს ასევე სტაჟირებას ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუციაში.
Similar news
28 March 2024
Thurgood Marshall 2024-ის ორივე ტური ჩატარდა
01 April 2024
თავისუფალი აზროვნების კონკურსი 2024 ჩატარდა
12 April 2024
სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საჯარო დისკუსია გაიმართა კამპუსში
01 January 0001
ანრი პაპუნაშვილმა სწავლა გააგრძელა Chicago-Kent College of Law-ში
03 March 2025