გიგი გიორგაძე სწავლას აგრძელებს London Business School-ში
28 November 2024
ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული გიგი გიორგაძე სწავლას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში, London Business School-ში ანალიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. მან LBS Scholar-ის სტატუსი და სტიპენდია მიიღო.
გიგი დაინტერესებულია მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის რეალური ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის შესწავლით.
