ლავუაზიეს წრე 2024 ჩატარდა
29 March 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე 2024.
კონკურსი გუნდურია და განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია ბიოლოგიითა და ქიმიით, ცოცხალი სამყაროთი და მისი მოლეკულური შემადგენლობით.
ლავუაზიეს წრე 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია:
I ადგილზე გასული გუნდის წევრები: ილია დოკაძე, არჩილ წიკლაური, კონსტანტინე დავითაშვილი - მათ გადაეცათ 15 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილზე გასული გუნდის წევრები: ელენე არჯევანიძე, ბარბარე ნინუა, ნანიკო დვალიშვილი - მათ გადაეცათ 9 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილზე გასული გუნდის წევრები: ნია კაციაშვილი, საბა წიქარიშვილი, ანა შუბლაძე - მათ გადაეცათ 4 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
სასწავლო ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარიის სკოლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსებს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასურს 8 სემესტრის განმავლობაში.



Similar news

08 December 2023
თაკო სულაქველიძისა და ნათია გოგოტიძის საკურსო პროექტი

22 March 2024
Bonum Domum 2024 წელი ჩატარდა

28 March 2024
Thurgood Marshall 2024-ის ორივე ტური ჩატარდა

01 April 2024
თავისუფალი აზროვნების კონკურსი 2024 ჩატარდა

03 April 2024