ლუკა ლაზიშვილმა ფულბრაიტის დაფინანსება მიიღო

01 January 0001

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ლაზიშვილმა ფულბრაიტის დაფინანსება მიიღო. ლუკა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, ისწავლის სოციოლოგიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე University of Nebraska – Lincoln-ში.

ლუკა პოლიტიკური სოციოლოგიითაა დაინტერესებული, კერძოდ, კი მისი საკვლევი თემაა რუსული პროპაგანდის მიერ სხვადასხვა ჯგუფის გამოყენება, როგორც დასავლეთის დემონიზაციის იარაღი.

ამავე დროს, მისი ინტერესია სოციალური მოძრაობა, პროტესტის ფორმები და, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესები. სწორედ ამის გათვალისწინებით შეარჩია სამაგისტრო პროგრამა, რადგან პროფესორების კვლევის სფერო ლუკას ინტერესებსაც ემთხვევა და სასარგებლო იქნება მისი აკადემიური ცოდნის გაღრმავებისთვის.

Ლუკა Ლაზიშვილი