მარიამ ღიბრაძე სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ში
25 September 2025
სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ღიბრაძე სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ში. ის ისწავლის Global Business Law and Regulations სამაგისტრო პროგრამაზე და მან მოიპოვა 70%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება.
მარიამ მოწვევა მიიღო აგრეთვე Leiden University-დან და University of Amsterdam-დან. თუმცა, პროგრამის აკადემიური პროფილის გათვალისწინებით, საბოლოოდ მაინც CEU აირჩია.
მის მიერ შერჩეული პროგრამა მოიცავს საერთაშორისო კერძო სამართალისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის, არბიტრაჟის სწავლების ელემენტებს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მარიამის პროფესიულ ინტერესს.

Similar news

28 March 2024
Thurgood Marshall 2024-ის ორივე ტური ჩატარდა

01 April 2024
თავისუფალი აზროვნების კონკურსი 2024 ჩატარდა

12 April 2024
სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საჯარო დისკუსია გაიმართა კამპუსში

01 January 0001
ანრი პაპუნაშვილმა სწავლა გააგრძელა Chicago-Kent College of Law-ში

03 March 2025