ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა Software Engineer-ის პოზიციაზე
24 September 2025
კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა Software Engineer-ის პოზიციაზე, Android Automotive-ის მიმართულებით.
ნიკოლოზი ამ პოზიციაზე იმუშავებს იმ პლატფორმებისა და სერვისების განვითარებაზე, რომლებიც Google-ის ეკოსისტემას ავტომობილებში ნერგავს.
მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა:
- ე.წ ხიდის გადება მანქანის სენსორებსა და Android-ის სისტემას შორის.
- ფუნქციებით მდიდარი და უსაფრთხო გამოცდილების შექმნა მძღოლისთვის, რომელიც მართვის დროს ყურადღებას არ გაუფანტავს.
- Google-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მომავლის განსაზღვრა ავტომობილებისთვის.

Similar news

04 June 2024
ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში

26 September 2024
Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს

01 October 2024
LAB Technologies-მა პირველკურსელს სასწავლო სტიპენდია გადასცა

10 June 2025
Campus RoboSumo 2025

03 July 2025