ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში

04 June 2024

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში Google Cloud Platform (GCP)-ის GCE (Google Compute Engine) პროდუქტის დეველოპმენტის კუთხით.

ვახოს გუნდი პასუხისმგებელია Google Cloud-ის მომხმარებლებისთვის ახალი, მარტივი, სანდო და უსაფრთხო IT ინფრასტრუქტურის მიწოდებასა და შემდგომ მის მხარდაჭერაზე. ეს ვახოს მეორე პროექტია Google-ში. თავდაპირველად იგი მუშაობდა GCVE (Google Cloud Vmware Engine) გუნდში.

Vaxo Kotorasvili

Similar news