Bachelor
სასწავლო პროცესის დაწყება
შემოდგომის სემესტრი: 11 სექტემბერი
გაზაფხულის სემესტრი:
- 2,3,4 კურსი - 26 თებერვალი
- 1 კურსი - 4 მარტი
Academic registration instruction
2024-2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
მაინორი
ძირითად სპეციალობასთან ერთად, თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტს შეუძლია დაეუფლოს დამატებით სპეციალობას - მაინორს. მაინორის არჩევა ხდება კურიკულუმით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ნაცვლად. სტუდენტი მაინორად ირჩევს ძირითადი სპეციალობისგან/კონცენტრაციისგან განსხვავებულ სპეციალობას და გადის შესაბამის საგნებს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის დამთავრების დროისთვის კურსდამთავრებულს აქვს ერთი ან მეტი სპეციალობა, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი წარმატების შანსს.
დამატებით სპეციალობად (მაინორად) უცხო ენის არჩევის პირობები:
თავისუფალი უნივერსიტეტის დამატებითი სპეციალობების ჩამონათვალში, მათ შორის არის აღმოსავლური ენები: თურქული, არაბული, სპარსული, იაპონური, ჩინური, კორეული; დასავლურ-ევროპული ენები: ესპანური, ფრანგული, გერმანული. დამატებით სპეციალობად ენის არჩევის შემთხვევაში, სტუდენტი ისწავლის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ბაკალავრიატის ძირითადი პროგრამით. დამატებით სპეციალობის არჩევა ხდება მეორე სემესტრის ბოლოს აკადემიური რეგისტრაციის ვადებში.
List of additional specialties
პირველკურსელთა რეგისტრაცია 2024
ელექტრონული რეგისტრაცია
ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია 2024 მიღებისთვის
ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- ელექტრონული სურათი (3/4)
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
- ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სკოლის ატესტატი
- სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონსულტაცია და ხელშეკრულების გაფორმება
მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, კონსულტაციას რეგისტრაციის პროცესზე, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დასრულებულია 2024 მიღებისთვის
პირველკურსელებმა თან უნდა იქონიონ:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პირველკურსელებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, საჭიროა:
- ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება.
- მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 13 სექტემბრისა.
საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები
Registration is complete
შიდა მობილობა
2024-2025 გაზაფხულის სემესტრი
მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ:
"სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.
იმ შემთხვევაში თუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტს არ აქვს ჩაბარებული ის საგანი, რაც კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, ის უფლებამოსილია დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის/საგნების ჩაბარების მიზნით.
მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.
შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე." (https://emis.ge/news/2039/)
შიდა მობილობის განცხადებების განხილვისა და გასაუბრებების თარიღები დაზუსტდება მოგვიანებით
მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისათვის შიდა გასაუბრებები თარიღები დაზუსტდება მოგვიანებით
Interview Schedule
Bachelor Program | Place | Date | Time | Audience |
---|---|---|---|---|
law | 3 | 02 February | 5:00 PM | 207 |
Computer Sciences | 3 | 02 February | 2:00 PM | 207 |
Electrical and Computer Engineering | 3 | 01 January | 2:00 PM | 207 |
Building Systems Engineering | 3 | 02 February | 2:00 PM | 207 |
physics | 3 | 02 March | 12:00 PM | 207 |
Management and Social Sciences | 3 | 02 February | 2:00 PM | 207 |
Visual arts and design | 3 | 02 March | 12:00 PM | 207 |
architecture | 3 | 02 March | 5:00 PM | 207 |
Master Program | Place | Date | Time | Audience |
---|---|---|---|---|
Business administration | 3 | 02 February | 2:00 PM | 207 |
International relations | 3 | 02 February | 12:00 PM | 207 |
Bachelor Programs
Place
3
Date
02 February
Time
5:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 February
Time
2:00 PM
Audience
207
Place
3
Date
01 January
Time
2:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 February
Time
2:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 March
Time
12:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 February
Time
2:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 March
Time
12:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 March
Time
5:00 PM
Audience
207
Master Programs
Place
3
Date
02 February
Time
2:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 February
Time
12:00 PM
Audience
207
გარე მობილობა
2024-2025 გაზაფხულის სემესტრი
მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ:
"სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.
იმ შემთხვევაში თუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტს არ აქვს ჩაბარებული ის საგანი, რაც კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, ის უფლებამოსილია დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის/საგნების ჩაბარების მიზნით.
მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.
შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე." (https://emis.ge/news/2039/)
Within the framework of external mobility, students of various accredited universities of Georgia have the opportunity to continue their studies at a free university.
1. მობილობის უფლების მოპოვება
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გარე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია და მოიპოვოს მობილობის უფლება. მხოლოდ ამის შემდეგ სტუდენტი გაივლის შიდა პროცედურებს თავისუფალ უნივერსიტეტში.
2. რეგისტრაცია
მას შემდეგ, რაც მობილობის მსურველი სტუდენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოიპოვებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, ონლაინ რეგისტრაციისთვის და დოკუმენტების ასატვირთად უნდა ისარგებლოს ბმულით და გაიაროს რეგისტრაცია მითითებულ დღემდე ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებულ ბმულზე.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები:
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები;
- ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საკონკურსო ქულა;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3x4);
- სამოტივაციო წერილი, მაქსიმუმ 500 სიტყვა;
3. გასაუბრება
თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზე გადმოსასვლელად კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრება ან/და ტესტირება. მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისათვის შიდა შესარჩევი კონკურსის სავარაუდო თარიღები მოცემულია ქვემოთ:
Bachelor Programme | Place | Date | Time | Audience |
---|---|---|---|---|
physics | 3 | 02 February | 12:00 PM | 207 |
Master Programme | Place | Date | Time | Audience |
---|---|---|---|---|
physics | 3 | 02 February | 12:00 PM | 207 |
physics | 3 | 02 February | 12:00 PM | 207 |
physics | 3 | 02 February | 12:00 PM | 207 |
PhD Programme | Place | Date | Time | Audience |
---|
Bachelor Programs
Place
3
Date
02 February
Time
12:00 PM
Audience
207
Master Programs
Place
3
Date
02 February
Time
12:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 February
Time
12:00 PM
Audience
207
Place
3
Date
02 February
Time
12:00 PM
Audience
207
PhD Programs
ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვება
საერთაშორისო მიღებისა და საერთაშორისო მობილობის წესი
საერთაშორისო მიღების/მობილობის კანდიდატმა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად უნდა:
- მოგვმართოს განცხადებით 2025 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით
- ჩააბაროს უნარების ტიპის გამოცდა 2025 წლის 29 აგვისტოს 12:00 საათზე
- ჩააბაროს ტესტი მათემატიკაში (სადაც მოთხოვნილია) 30 აგვისტოს 12:00 საათზე
- გაიაროს გასაუბრება 30 აგვისტოს 12:00 საათზე
Contact
Shako Tavadze
Teko Dzidziguri
საველე პრაქტიკა
საველე პრაქტიკა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ექსკლუზიური პროექტია, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ყველა კამპუსელს აგერ უკვე 12 წელზე მეტია.
საველე პრაქტიკა არის საგანი, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თითოეული პროგრამის ნაწილია. მისი შექმნის და დანერგვის იდეა უნივერსიტეტების დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის.
საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები 10 დღით საველე ბანაკებში ნაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნივერსიტეტების მიერ შერჩეული კოორდინატორების ზედამხედველობის ქვეშ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ: ახალი ან არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაში, მოწესრიგებასა და გამართვაში; რეკრეაციულ ზონებში დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში; ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა აგრარულ თუ სამეურნეო პროცესში; რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში.
საველე პრაქტიკის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 12 000-ზე მეტმა სტუდენტმა შეიძინა საველე პირობებში გუნდურად ამოცანების გადაწყვეტის ფასდაუდებელი გამოცდილება.