ENG GEO

Search form

გიორგი სვანაძე

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: საერთაშორისო კერძო სამართალი; საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი

აკადემიური საქმიანობა: გიორგი სვანაძე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს საერთაშორისო კერძო სამართალსა და საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში. გიორგი არის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი.

განათლება: გიორგის აქვს გერმანიის, ქ. კილის ქრისტიან ალბერტის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი, სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ბუცერიუსის სამართლის სკოლისა და ოტო ბაისჰაიმის მენეჯმენტის სკოლის მიერ შემოთავაზებული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (ჰამბურგი/ვალენდარი, გერმანია) (Bucerius Law School/Otto Beisheim School of Management), ხოლო სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ასევე მოპოვებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო გამოცდილება: გიორგი სვანაძეს აქვს 8 წლიანი პროფესიული პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება კერძო სამართალში. იგი მუშაობდა არაერთ იურიდიულ ფირმაში, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. გიორგი სვანაძე მუშაობდა ისეთ კომპანიებში როგორიცაა: Rödl & Partner და საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია. ამჟამად გიორგი არის კომპანია "Deloitte & Touche"-ის თბილისის ოფისის იურიდიული სამსახურის უფროსი.