ENG GEO

Search form

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის სკოლის (ESM) საბაკალავრო პროგრამა შედგენილია წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით.

 

დაეუფლები ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, შეისწავლი ბიზნესის ენას, გამოიმუშავებ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. მიიღებ საბაზო ცოდნასა და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში - მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, ადამიანური რესურსების მართვაში, ოპერაციების მართვაში. დაეუფლები ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ ინსტრუმენტებს.

 

პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, გექნება:

  • გათამაშემული და სიმულირებული ბიზნესის პროექტები;
  • მეორე და მესამე კურსზე – ბიზნესის პრაქტიკუმი – სწავლის პროცესშივე შექმნი რეალურ ბიზნესს და რეალური ბიზნესის მართვის პირობებში ისწავლი ბიზნესის ადმინისტრირებას;
  • მეოთხე კურსზე – არჩევითად შეიძლება გქონდეს პრაქტიკა ორგანიზაციაში.
  • ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, მიიღებ ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

 

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა