ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CFM (Certified Financial Manager)

CFM პროგრამა მოიცავს ბიზნეს–ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ყველა ასპექტს და განკუთვნილია, როგორც ფინანსების სფეროში მომუშავე პირებისთვის (ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსე–ბისთვის, საკრედიტო ექსპერტებისთვის), ასევე სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ფინანსების მართვის სფეროში.

 

CFM პროგრამის მიზანია მსმენელისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემა აღრიცხვასა და ფინანსების მართვაში, რაც მას ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში ან/და დასაქმებაში ფინანსების მიმართულებით.

 

საგნების ჩამონათვალი:

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ფინანსების ძირითად საგნებს და მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს:

 

  • შესავალი მოდული
  • ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება
  • ხარჯთაღრიცხვა
  • ბიუჯეტირება
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსების მართვა
  • გადასახადები
  • ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით

 

CFM პროგრამის გავლა შესაძლებელია შესავალი მოდულით ან მის გარეშე. დამწყებთათვის რეკომენდირებულია პროგრამის გავლა შესავალი მოდულით, ხოლო მათ ვისაც უკვე აქვთ გამოცდილება ფინანსების სფეროში შეუძლიათ გაიარონ მხოლოდ ძირითადი საგნები.

 

სერტიფიკატი: 

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს – Certified Financial Manager.

 

მოთხოვნა სერთიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • შემაჯამებელი პროექტის მომზადება, წარდგენა და დაცვა

 

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 18 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ:

  • სამუშაო დღეებში (სამჯერ) 19:00 - 21:45
  • შაბათს 10:00 - 16:00

 

პროგრამის ღირებულება: 

CFM პროგრამის სრული ღირებულება შეადგენს 3500 ლარს:

  • შესავალი მოდული – 200 ლარი
  • პროფესიული პროგრამა შესავალი მოდულის გარეშე – 3300 ლარი

 

სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 9 კვირის განმავლობაში.

 

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

 

დაწყების თარიღი:

  • CFM30 - 16 მარტი, 2020
  • CFM31 - ოქტომბერი, 2020
  • CFM32 - 9 მარტი, 2021
  • CFM33 - 4 ოქტომბერი, 2021
  • CFM34 - 24 იანვარი, 2022
  • CFM35 - 28 მარტი, 2022
  • CFM36 - 26 სექტემბერი, 2022
  • CFM37 - იანვარი, 2023
  • CFM38 - მარტი, 2023

 

 

საკონტაქტო პირი: 

თეა ხინჩაგაშვილი

✉ 

t.khinchagashvili@freeuni.edu.ge

☏ 

+995-579-49-48-48