1. როგორ დავიფინანსო სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში?
პირველ რიგში, ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს დაგიფინანსებთ სწავლას 9 000 ლარით ოთხის წლის განმავლობაში. ანუ, შენი ყოველწლიური გადასახადი შემცირდება 2250 ლარით.
ამასთანავე, შენ შეგიძლია:
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაფინანსების შესაძლებლობები კუმულატიურია და შენ შეგიძლია ისარგებლო ერთროულად რამდენიმე დაფინანსებით.
2. თუკი ვისარგებლებ თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების სისტემით, ანუ მივიღებ 9 000 ლარიან სასწავლო გრანტს, მომიწევს ამ თანხის უკან დაბრუნება როდესმე?
არ მოგიწევს. ბაკალავრიატზე სწავლისას, 4 წლის განმავლობაში მოცემული 9 000 ლარი ცოდნის ფონდის საჩუქარია და არა ვალი. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ, იხილეთ ბმული.
3. რა ღირს სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში?
აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია თავისუფალი უნივერსიტეტის საგრანტო სისტემების შესახებ.
თავისუფალ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, ბიზნესის სკოლისა (ESM), არქიტექტურისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების გარდა 2021-22 სასწავლო წლისთვის საფასური 6 950 ლარია. ხოლო ბიზნეს სკოლის, არქიტექტურისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამებზე ყოველწლიური გადასახადი - 7 950 ლარი. თუ სტუდენტი სარგებლობს თანადაფინანსების სისტემით, ყოველწლიურ გადასახადს აკლდება 2 250 ლარი (4 წლის განმავლობაში კი 9 000 ლარი)
4. მეთვლება თუ არა სახელმწიფო გრანტი სწავლის გადასახადში?
დიახ. იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, გრანტის თანხა გამოაკლდება სწავლის საფასურს. ასევე, თანადაფინანსების საგრანტო სისტემით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენს ყოველწლიურად გადასახდელ თანხას გამოაკლდება 2 250 ლარი.
5. მომიწევს თუ არა რაიმე დამატებითი თანხის გადახდა გამოცდის გადაბარებისთვის?
არა, გამოცდის გადაბარებისთვის არ მოგიწევს რაიმე დამატებითი თანხის გადახდა.
6. რა პროცედურების გავლაა საჭირო თავისუფალ უნივერსიტეტში მობილობით გადმოსასვლელად?
კანონით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში გარე მობილობით სარგებლობისთვის საჭიროა, რომ სტუდენტს გავლილი ჰქონდეს ერთი აკადემიური წელი. რის შემდეგაც სტუდენტმა განათლების ხარისხმის განვითარების ეროვნული ცენტრისგან (eqe.ge) უნდა მოიპოვოს მობილობის უფლება, რომლის შემდეგაც უნდა გაიაროს შიდა პროცედურები. ამ ეტაპების გავლის შემდეგ გადაწყდება ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვის საკითხი.
7. შეუძლიათ თუ არა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მათ, ვინც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ?
ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება (eqe.ge), რის შემდეგაც უშუალოდ თავისუფალი უნივერსიტეტი, შიდა პროცედურების დაცვით, გადაწყვეტს მიიღოს თუ არა სტუდენტი (გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენთან სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს)
8. გაქვთ თუ არა მოსამზადებელი პროგრამები არაქართულენოვანთათვის?
თავისუფალ უნივერსიტეტს მოსამზადებელი პროგრამები არაქართულენოვანთათვის არ აქვს.
9. შემიძლია თუ არა, რომ სწავლის დაწყებისთანავე, ერთიანად, გადავიხადო ოთხივე წლის სწავლის საფასური? რა თანხას გადავიხდი ამ შემთხვევაში?
შესაძლებელია. 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში გადასახდელი გექნება ჯამში 9 800 ლარი (ბიზნესის სკოლის შემთხვევაში 13 800 ლარი).
10. ეკისრება თუ არა ჯარიმა სტუდენტს, რომელმაც დაწესებულ ვადებში ვერ მოახერხა სწავლის საფასურის გადახდა.
სწავლის საფასურის გადახდა რეგულირდება ხელშეკრულებით.
11. გაირიცხები თუ არა უნივერსიტეტიდან, თუ ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ მიიღებ დამაკმაყოფილებელ შეფასებას.
აკადემიური მოსწრების გამო სტუდენტი უნივერსიტეტიდან არ გაირიცხება.
12. შემიძლია თუ არა სამწლიანი ან სრული, ოთხწლიანი დაფინანსების მოპოვება?
ოთხწლიანი დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია, თუ თავისუფალი უნივერსიტეტის გრანტის მოპოვების რამდენიმე პირობას დააკმაყოფილებ.
გრანტის მოპოვების ოთხი ძირითადი პირობა არსებობს:
თუ ამ პირობებიდან რამდენიმე პირობას დააკამყოფილებ, შენი შედეგები დაჯამდება. შესაბამისად, შესაძლებელია, მიიღო სამწლიანი ან მაქსიმუმ სრული, ოთხწლიანი სასწავლო გრანტი.
13. დაჯამდება თუ არა ჩემი შედეგები, თუ საერთაშორისო ოლიმპიადების რამდენიმე სხვადასხვა სახეობაში ვმონაწილეობ?
დიახ, ამ შემთხვევაში თქვენ მიერ მოპოვებული გრანტები დაჯამდება.
14. თუკი თავისუფალ უნივერსიტეტში მოხვედრა მსურს, რომელ პრიორიტეტად უნდა შემოვხაზო ის?
გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენთან მოხვედრის შანსი მხოლოდ მაშინ გაქვს, თუკი პირველ პრიორიტეტად შემოგვხაზავ.