შალვა გაბესკირია
პროფესორი; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მკვლევარი
პროფესორი; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მკვლევარი
პროფესორი; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მკვლევარი
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენის მიმართულებით. 1984 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1966-2006 წწ იგი იყო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი და შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992-1994 წწ ეკავა უფროსი მასწავლებლის თანამდებობა აღმოსავლურ ენათა შემსწავლელ კურსებზე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ამავე დროს იყო თურქული ენის პედაგოგი თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. 1990-1994 წწ ეკავა თურქული ენისა და უცხო ენათა კათედრის გამგის პოზიცია კერძო უნივერსიტეტებში - „გეორგიკა“ და „რიტორიკა“. 1994-1998 წწ იკავებდა პირველი მდივანის პოზიციას საქართველოს საელჩოში (თურქეთის რესპუბლიკა), ხოლო 1999-2002 წწ იყო ამავე საელჩოს მრჩეველი. 2006-2011 წწ დაინიშნა მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2017-2019 წწ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული სპეციალისტი თურქოლოგიურ დისციპლინებში. 2020 წლიდან არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი თურქული ლიტერატურის ისტორიაში. 2022 წელს დაინიშნა მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2011 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.
1985 - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
1965 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი