ENG GEO

Search form

აბიტურიენტებისთვის

თავისუფალი უნივერსიტეტის მიზანი საქართველოში საუკეთესო, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების აღმოჩენაა. ჩვენი სურვილია მათ უმაღლესი ხარისხის განათლება მივცეთ და ყველაზე კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოვაყალიბოთ.

ყველაზე მაღალხარისხიანი სწავლები გარდა, თავისუფალ უნივერსიტეტს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოარჩევს - დაფინანსების უპრეცედენტო სისტემები, სტუდენტური გარემო, საუნივერსიტეტო ცხოვრება და კვლევით პროექტებზე გაკეთებული აქცენტები.

ჩვენი სტუდენტები აუდიტორიებში მიღებულ თეორიულ ცოდნას სამართლის კლინიკებში, MACS-ისა და ფიზიკის ლაბორატორიებში იღრმავებენ. ბიზნესის სკოლის სტუდენტები კი - სწავლის პერიოდშივე ცდილობენ საკუთარი ბიზნეს-იდეების განხორციელებას. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტები სტაჟირებას არაერთ საერთაშრისო ორგანიზაციაში გადიან, VADS-ელები კი არაერთ დიდ გამოფენაში მონაწილეობენ. მართვის სკოლა უნიკალური კურიკულიმიდან გამომდინარე საკუთარ სტუდენტებს სტაჟირების გავლის ფართო არჩევანს აძლევს.

ჩვენი მიზანია ხარისხიანი განათლების მიღება ყველა მოტივირებული ახალგაზრდისათვის ხელმისაწვდომი იყოს. რის გამოც, თავისუფალ უნივერსიტეტს დაფინანსების უპრეცედენტო სისტემები აქვს.

თავისუფალი უნივერსიტეტი შვიდ სკოლას აერთიანებს: