ENG GEO

Search form

ღონისძიებები

22 მაისს 16:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია "გამოხატვის თავისუფლება საჯარო მორალის პირისპირ". ლექციაზე განხილული იქნება "აი ისა"-ს საქმის შესახებ სასამართლო პრაქტიკა. მომხსენებლები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე და არასამათავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" საქართველოს სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი ედუარდ მარიკაშვილი. ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ხელშეწყობით. დასწრება თავისუფალია.
22 მაისი 2019
21 მაისს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება დისკუსია: "დემოკრატია და ტექნოლოგიები". ღონისძიებაზე მოხსენებას წარადგენს თავისუფალი უნივერსიტეტის ლეტორი დავით კიზირია. დისკუსიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ნიკოლოზ ალექსიძე და დავით ზედელაშვილი. დისკუსია შეეხება ტექნოლოგიების როლს საზოგადოებებისა და დემოკრატიის განვითარების სფეროში. ასევე იმ ტრანსფორმაციებს, რომელსაც აჩენსტექნოლოგიური ცვლილებები. განხილული იქნება ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დემოკრატია და დღევანდელი საზოგადოებები. მონაწილეები ასევეისაუბრებენ დემოკრატიის ტრანსფორმაციის შესაძლო სცენარებზე. დასწრება თავისუფალია.
21 მაისი 2019
18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან
18 მაისი 2019
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორ
18 მაისი 2019
თიბისი და თავისუფალი და აგრარული უნ
13 მაისი 2019
აბიტურიენტებო,
11 მაისი 2019
8 მაისს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: "მდინარე მტკვარი: თეთრი წყლიდან თეთრ ქვანახშირამდე (1800-1991)". ლექციას ჩაატარებს კარლტონის უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორი და რუსეთის, ევრაზიის, თანამედროვე ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების ინსტიტუტის (EURUS) დირექტორი ჯეფ საჰადეო. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია. FB Event: https://www.facebook.com/events/433174947492832/
8 მაისი 2019
გამოფენის ხამგრძლივობა: 4.05. – 29.06.2019 ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზო, რუსთაველის გამზირი 3 გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ხელოვანი და დიპლომატია. ის 2009 – 2013 წლებში იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში. ამჟამად კი თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის პროფესორია. დიპლომატის ფუნქციებთან ერთად, მან მიზნად დაისახა საქართველოს საერთაშორისო პროფილისა და პოპულარიზაციის ზრდა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე. გამოფენა ეძღვნება გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ოცწლიან მოღვაწეობას საქართველოში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული შვიდი აბსტრაქტული ქანდაკება. ფონ ჰაბსბურგი, ძირითადად უჟანგავი ფოლადის მასალით მუშაობს და ამ მედიუმში შესრულებული გეომეტრიული ფორმების სხვადასხვა ვარიაციაში განლაგებით ქმნის თავისი ნამუშევრების ვიზუალურ ენას. გამოფენაში მასთან ერთად მონაწილეობს VA[A]DS-ის ოთხი სტუდენტი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა): გიორგი გელაძე, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე ჩიგილაშვილი და ლიზა ცინდელიანი. როგორც გამოფენის კატალოგში ამერიკელი კრიტიკოსი სოლ ანტონი აღნიშნავს, “ერთი შეხედვით აშკარაა რომ მიუნხენელ ხელოვანს არ უცდია, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე სახელოვნებო სივრცეში, სტუდენტებს მისი ესთეტიური არჩევანი და ფასეულობები გადაეღოთ და გაევრცელებინათ.” გამოფენა Tabula Rasa იკვლევს პარალელებს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და სტუდენტების ნამუშევრებს შორის. ხელოვანისათვის საქართველო არის ქვეყანა საკუთარი, განსხვავებული სახელოვნებო იდენტობით, რომელიც დამოუკიდებელია დასავლური ხელოვნების კონტექსტისგან და სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა შექმნას ნამუშევრები ამ “სუფთა ფურცელზე”. ფონ ჰაბსბურგის მსგავსად გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ შემოქმედებით ცხოვრებას, იმპულსებს ყოველდღიური გარემოსაგან იღებენ და არ განიცდიან წინამორბედ შემოქმედთა გავლენას. გამოფენისათვის სალომე ჩიგილაშვილმა შექმნა სამგანზომილებიანი ინსტალაცია საუნდით; ლიზა ცინდელიანის ფოლადის სკულპტურა ეხმიანება მუზეუმის ეზოს სივრცეს. გიორგი ვარდიაშვილმა ხარაჩოებისგან ტრიუმფალური თაღი ააწყო, რომელიც სამშენებლო ბადითაა შეფუთული; ხოლო გიორგი გელაძემ სამშენებლო მასალით ბანერის მასალაზე დახატვით შექმნა ნამუშევარი. გამოფენაზე არსებული ქანდაკებების გარდა, საქართველოში განთავსებულია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სამი სკულპტურა. ყველაზე მასშტაბურია თბილისში, ყოფილი პრეზიდენტის სასახლის წინ არსებული ქანდაკება. მეორე ნამუშევარი მზიურში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში დგას, ხოლო მესამე - ქანდაკებათა პარკში, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ფოთში. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევრები გამოფენილია შემდეგ მუზეუმებში: Museum Schloß Mochental, Museum Meiningen, Schlosspavillon Ismaning and Diözesan Museum Freising, ასევე Biennale Internationale Donna-ზე ტრიესტში, იტალიაში. კუნსტჰალე თბილისი მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი არტისტების მსოფლიოსათვის გაცნობას.
4 მაისი 2019
25 აპრილს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია: "გამოხატვის თავისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში". ლექციის მომხსენებლები იქნებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი. ღონისძიება ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ხელშეწყობით. დასწრება თავისუფალია. FB Event: https://www.facebook.com/events/2243255872608449/
25 Apr 2019

გვერდები