ENG GEO

Search form

ღონისძიებები

15 აპრილს 18:30 საათზე, კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში პროფესორი ქრისტოფერ ლინგლი ჩაატარებს საჯარო ლექციას: "გარემოს შენარჩუნება: კერძო დაცვით თუ სახელმწიფო რეგულაციებით?“ ქრისტოფერ ლინგლს ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში მიენიჭა 1977 წელს. მას შემდეგ, ის მუშაობდა აფრიკის, აზიის, ევროპის,ლათინური ამერიკისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროფესორ ლინგლის კვლევები ძირითადად ეხება პოლიტიკურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ეკონომიკას და ფოკუსირებულია განვითარებადი ბაზრის, ეკონომიკებსა და საჯარო პოლიტიკის რეფორმებზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში. მის ნაშრომებს შეხვდებით წიგნების სახით, ასევე საერთაშორისო მედიასა და ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა: American Economic Review, Foreign Affairs, Journal for Studies in Economics and Econometrics, Kyklos და Pacific Review. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
15 Apr 2019
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს. 15 აპრილი, ორშაბათი 18:30-20:00, საკონფერენციო დარბაზი "გარემოს შენარჩუნება: კერძო დაცვით თუ სახელმწიფო რეგულაციებით?" ‒ ქრისტოფერ ლინგლი 16 აპრილი, სამშაბათი 15:00, კამპუსის ფოიე სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა კამპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტის, ზაურ გამყრელიძის მიერ შექმნილი ბრინჯაოს სკულპტურები და აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის, ალექსანდრე კობეშავიძის მიერ ფანქრის გულისგან შექმნილი მინიატურები. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება კვირეულის დასრულებამდე. 18 აპრილი, ხუთშაბათი 14:00-17:00, ბიბლიოთეკა დასაქმების ფორუმი 19 აპრილი, პარასკევი 18:30-21:00, საკონფერენციო დარბაზი ედვარდ გლეიზერის წიგნის - "ქალაქის ტრიუმფი" - ქართული გამოცემის პრეზენტაცია. ედვარდ გლეიზერი გახლავთ ურბანული ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. 20 აპრილი, შაბათი 15:00-16:00, საკონფერენციო დარბაზი შემეცნებითი კონკურსების მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოება FB Event: https://www.facebook.com/events/334461003873432/
15 Apr 2019
11 აპრილს 11:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #222) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ორგანიზებით იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა ჩაატარებს საჯარო ლექციას. ლექცია ტარდება "დიპლომატიის დღის" სერიის ფარგლებში და მისი თემაა "იაპონიის დიპლომატია". ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
11 Apr 2019
3 აპრილს 11:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #222) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვევით საქართველოში იაპონიის ელჩის, ბატონი ტადაჰარუ უეჰარას საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციის თემა იქნება იაპონური მენეჯმენტი და იაპონური კულტურა. ბატონი უეჰარა ისაუბრებს იაპონური კომპანიების მართვის სისტემის სპეციფიკურობაზე, ასევე ამ სფეროში იაპონური კულტურის გავლენაზე. მას კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ერთ-ერთ უძველეს იაპონურ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. ლექციის სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
3 Apr 2019
30 მარტს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში
30 Mar 2019
27 მარტს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება იაპონური იუმორისტული წარმოდგენა რაკუგო. რაკუგო ტრადიციული იაპონური წარმოდგენის სახეობაა, რომელიც გასულ საუკუნეებში იაპონური თეატრი "ნოს" აქტებშორისი შესვენების დროს იმართებოდა თეატრის მაყურებლის გასართობად. რაკუგო წარმოადგენს ერთგვარ იაპონურ stand-up-ს, სადაც მთხრობელი მჯდომარე ჰყვება მხიარულ, მახვილგონივრულ ისტორიას. ამ სახის წარმოდგენა საქართველოში პირველად გაიმართება პროფესიონალი იაპონელი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს 4 გამომსვლელი. წარმოდგენა წარიმართება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.
27 Mar 2019
27 მარტს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პროფესორ ჯონგ სუგ იუს საჯარო ლექცია "აღმოაჩინე კორეა ენისა და კულტურის მეშვეობით". ლექციაზე პროფესორი ისაუბრებს კორეის, მისი ხალხისა და მათი ტრადიციების, ენისა და კულტურის შესახებ. პროფესორი ჯონგ სუგ იუ არის კორეის უნივერსიტეტის კორეული ენისა და ლიტერატურის დოქტორი. ამჟამად იგი ასწავლის თურქეთში, ერჯიეს უნივერსიტეტში. პროექტი ხორციელდება კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
27 Mar 2019
23 მარტს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება კომპანია Siemens-ის კორპორატიული ტექნოლოგიების უფროსი software არქიტექტორის, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის გიორგი მამალაძის საჯარო ლექცია "რატომ აღარ არის საკმარისი იყო მხოლოდ კარგი პროგრამისტი?" ლექციის თემაა პროგრამისტის როლი, რომელმაც თანამედროვეობაში ცვლილება განიცადა. ამის მიზეზი კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქლაუდ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემების შენახვის, გადაცემისა და დამუშავების ტექნოლოგიების არნახული გაიაფებაა, რომელმაც მანამდე წარმოუდგენელი აპლიკაციების შექმნა გახადა შესაძლებელი. ახალი ტიპის software სისტემები კლასიკური desktop, web და მობილური აპლიკაციებისაგან განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვენ. შესაბამისად, პროგრამისტის, როგორც რომელიმე კონკრეტული პროგრამირების ენაში ან ფრეიმვორკში დახელოვნებული დამკვეთის მოთხოვნების შემსრულებლის როლიც შეიცვალა. მომხსენებელი საკუთარი გამოცდილების განხილვის საფუძველზე ეცდება ახსნას თუ რა დამატებითი ცოდნა, გამოცდილება და უნარები მოეთხოვება ახალი თაობის პროგრამისტს ახალ როლთან გასამკლავებლად. ის ასევე ისაუბრებს software არქიტექტურაში მომხდარი ძვრების შესახებ, რომლებიც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და გვაიძულებს საყოვლთაოდ მიღებული მიდგომის გადაფასებას. დასწრება თავისუფალია.
23 Mar 2019
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქტორო სკოლის დოქტორანტი ალექსანდრე ჭოხონელიძე სადისერტაციო ნაშრომს დაიცავს. თარიღი: პარასკევი, 22 თებერვალი დრო: 14:00 საათი აუდიტორია: 222 დისერტანტი: ალექსანდრე ჭოხონელიძე სადისერტაციო ხელმძღვანელი: გოგი კაციტაძე სადისერტაციო ნაშრომი: "სი ძინფინგის "ჩინური ოცნების" პოლიტიკა" რეცენზენტები: არჩილ კალანდია და დავით გოგინაშვილი დისერტაციის დაცვის კომისიის სხვა წევრები: დავით დარჩიაშვილი, თინათინ ქაროსანიძე და ერეკლე ასტახიშვილი. დასწრება თავისუფალია.
22 Feb 2019

გვერდები