ENG GEO

Search form

ღონისძიებები

ჩვენ მათ ყოველდღე ვიყენებთ. ვერიდებით მათ სიყვითლეს. გვაწუხებს მათი უცაბედი გაჩერებები. ჩვენ მათ იმდენად მივეჩვიეთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მარშრუტკებზე ვსაუბრობთ. კურსის ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო ვიზუალური ხელოვნებისა და კვლევის გაერთიანება, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტები სემესტრის განმავლობაში შეისწავლიდნენ ამ უნიკალურ ტრანსპორტს. ნამუშევრები წარმოადგენს კვლევას იმ სივრცეების, ინფრასტრუქტურისა და რიტულაების, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მარშრუტკის ფენომენთან. თუ როგორ გვეხმარება ტრანსპორტირების ეს საშუალება უკეთ გავიგოთ ჩვენი საზოგადოების სოციალურობისა და ინტიმურობის საკითხი. ჩვენ მარშრუტკას აღვიქვამთ როგორც გადაადგილების საშუალებას, რომელიც მყარადაა ჩაბეჭდილი ჩვენ ისტორიაში, ადგილებსა და ქცევაში. მისი ფორმალიზაცია, კი, ქალაქის სოციო-პოლიტკურ სივრცეში არსებულ ფართო წნეხზე მიუთითებს. ჩვენ ვიყურებით ტექნიკურობის და ლოჯისტიკის მიღმა, რომ დავაკვირდეთ ტრანსფორმაციას, გადაადგილებასა და კულტურულ გამოცდილებებს. შემოუერთდით თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს - ნიტას, ნუცას, ზიზის, ჭას და ინგას - მათ მულტიმედია გამოფენაზე, ჯესი ვოგლერის ხემძღვანელობით. გახსნა: პარასკევი, 8 თებერვალი, 2019 ადგილი: ღია სივრცე მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის 2, 1 შესახვევი
8 Feb 2019
26 იანვარს, 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდება შეხვედრა - "Cardano Blockchain Tbilisi". ღონისძიების ფარგლებში კამპუსი Input Output Hong Kong (IOHK)-ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან მეცნიერების დოქტორი პიტერ გაზი, მეცნიერების დოქტორი ედსკო დე ვრიესს (Mr. Peter Gaži, PhD And Mr.Edsko de Vries PhD) და Cardano/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი. შეხვედრა ღია ლექციის ფორმატში ჩატარდება, განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში. ლექცია ინტერაქტიული იქნება და შეხვედრის დასასრულს ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები. კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით/ ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით (ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას/სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი. ეს პირველი ბლოკჩინის პლატფორმაა, რომელიც მეცნიერულ მეთოდოლოგიასა და კვლევებს ეყრდნობა. კარდანოს განვითარების გუნდი შედგება ექსპერტ ინჟინრებისა და მეცნიერ მკვლევარებისგან კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. კავკასიაში პირველად შემოდის ამ მასშტაბის ინდუსტრიული ლიდერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. რაც ყველაზე მთავარია, კარდანო ინტერესდება საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ინოვაციური ტექნოლოგიის ბლოკჩეინის აღიარება და ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში. იხილეღ ფბ ივენთი: facebook.com/events/1026255517562465/
26 Jan 2019
კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი - გია დვალი ესტუმრება და ჩაატარებს საჯარო ლექციას "მოაზროვნე" ადრეული სამყარო. ლექცია ჩატარდება 28 დეკემბერს 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება თავისუფალია. FB Event: facebook.com/events/949976995196817/
28 Dec 2018
შაბათს, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდება თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია.
22 Dec 2018
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქ
21 Dec 2018
17 დეკემბერს 17:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა), არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სამართლის სკოლისა და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებთან. შეხვედრის სახელწოდებაა "გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები". PHR 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხზე. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის იურისტები ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ის ვალდებულებები, რასაც სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს, ასევე, ის თუ რა მექანიზმებით ხდება სექსუალური შევიწროების სამართალწარმოება და რეგულირება საქართველოში; რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული სტატისტიკა და როგორ მუშაობს სახელმწიფო ამ მიმართულებით. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ გენდერული სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ სირთულეებს. დასწრება თავისუფალია.
17 Dec 2018
13 დეკემბერს 17:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #222), გაიმართება დებატები იარაღის ლეგალიზაციაზე. შეიძლება თუ არა, რომ იარაღის ყიდვა, გაყიდვა და ტარება იყოს ლეგალური? რა არგუმენტები აქვთ ლეგალიზაციის მომხრეებს და მათ, ვინც ლეგალიზაციის წინააღმდეგ არის? რა ვიცით განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებაზე? ამ საკითხებზე გასცემენ პასუხს დებატებზე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები დავით მარკოზაშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი. დასწრება თავისუფალია.
13 Dec 2018
13 დეკემბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #415), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება ლექცია-დისკუსია "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: მითი და რეალობა". აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია,ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებზეც ადამიანთა გარკვეულ ნაწილს საფუძვლიანი ცოდნა არ გააჩნია. ლექციის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და განიხილოს ეს საკითხი ისტორიული და სამართლებრივი კუთხით. აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია კომპეტენტური მომხსენებლებისგან და თავად ჩაერთოს დისკუსიაში. მომხსენებლები: ანა კოსტავა, დავით დარჩიაშვილი, ერეკლე ასტახიშვილი დასწრება თავისუფალია.
13 Dec 2018

გვერდები