ENG GEO

Search form

ღონისძიებები

13 დეკემბერს 17:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #222), გაიმართება დებატები იარაღის ლეგალიზაციაზე. შეიძლება თუ არა, რომ იარაღის ყიდვა, გაყიდვა და ტარება იყოს ლეგალური? რა არგუმენტები აქვთ ლეგალიზაციის მომხრეებს და მათ, ვინც ლეგალიზაციის წინააღმდეგ არის? რა ვიცით განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებაზე? ამ საკითხებზე გასცემენ პასუხს დებატებზე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები დავით მარკოზაშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი. დასწრება თავისუფალია.
13 Dec 2018
13 დეკემბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #415), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება ლექცია-დისკუსია "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: მითი და რეალობა". აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია,ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებზეც ადამიანთა გარკვეულ ნაწილს საფუძვლიანი ცოდნა არ გააჩნია. ლექციის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და განიხილოს ეს საკითხი ისტორიული და სამართლებრივი კუთხით. აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია კომპეტენტური მომხსენებლებისგან და თავად ჩაერთოს დისკუსიაში. მომხსენებლები: ანა კოსტავა, დავით დარჩიაშვილი, ერეკლე ასტახიშვილი დასწრება თავისუფალია.
13 Dec 2018
11 დეკემბერს 10:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), გაიმართება აკადემიური კონფერენცია "საქართველოს პირველი რესპუბლიკა - სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა". კონფერენციის გახსნა 11:00 - 11:30 ვახტანგ ლეჟავა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელი ნათია ხანთაძე - ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი პანელი I 11:30 - 13:30 პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები მომხსენებლები: "საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და საერთაშორისო აღიარება" - გიორგი ასტამაძე, კარლსრუეს უნივერსიტეტის მკვლევარი "მოდერნული სახელმწიფოს მშენებლობის პირველი მცდელობა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუციური საფუძვლები" - ბექა კობახიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი "დემოკრატიული მართვის კულტურის გამოწვევები - პოლიტიკურ ძალთა ბალანსი" - ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB), გამგეობის წევრი მოდერატორი: ნათია ხანთაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი პანელი II 14:30- 16:30 პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა მომხსენებლები: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია შედარებით-სამართლებრივ პერსპექტივაში" - გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016 წლებში "პოლიტიკური კონკურენცია და თანამშრომლობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში: მითები ფაქტების პირისპირ" - გიორგი კანდელაკი, საქართველოს პარლამენტის წევრი "საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და მის წინაშე არსებული გამოწვევები" - დიმიტრი სილაქაძე, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების მკვლევარი მოდერატორი: დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პანელი III 17:00 - 18:30 რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა პირველ რესპუბლიკაში მომხსენებლები: "ეკლესია ორ რესპუბლიკას შორის" - მერაბ ღაღანიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი "საკუთრების უფლება და ეკლესია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში" - რუსუდან კობახიძე-აროშვილი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) მოდერატორი: ბექა მინდიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/STcSEqRwA88RUAmi2 FB ივენთი: https://www.facebook.com/events/338433876970626/
11 Dec 2018
7 დეკემბერს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია "ადამიანის უფლებათა დაცვა გაეროს სისტემაში – ძირითადი მიღწევები და გამოწვევები". მომხსენებლები: ბესარიონ ბოხაშვილი – ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი ტუღუში – საქართველოს პარლამენტის წევრი, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UNCAT) წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, 2012-2016 წლები დასწრება თავისუფალია. FB ივენთი: https://www.facebook.com/events/2435417546685600/
7 Dec 2018
5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში რიგით მეათე დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობაა. თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 100% დასაქმებულია! კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს. დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანიაა და ორგანიზაციაა ჩართული.
5 Dec 2018
4 დეკემბერს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება კვლევის - "პირადი თავისუფლება და ავტონომია" პრეზენტაცია. კვლევა შეეხება პირად ავტონომიასა და თავისუფლებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულებაში. მომხსენებლები: ეკატერინე ლომთათიძე – ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი ნათია ხანთაძე – ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი დავით ზედელაშვილი – ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი. დასწრება თავისუფალია. FB ივენთი: https://www.facebook.com/events/307572703191667/
4 Dec 2018
4 დეკემბერს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა". მომხსენებლები: თემურ ტუღუში – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაისურაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კვლევებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დასწრება თავისუფალია. FB ივენთი: https://www.facebook.com/events/295523831070123/
4 Dec 2018
სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში (Gardens Hall), 3 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს 10 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება. კვირეული 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტების მიერ შეირჩა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე. 3 დეკემბრის თემები იქნება: "განათლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" და "შშმ პირების უფლებები: მიღწევები და გამოწვევები". მომხსენებლები: ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოდერატორი: ნინო კიკნაძე – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება. დასწრება თავისუფალია.
3 Dec 2018
„როცა საქმე პოლიტიკას ეხება, რომელი იდეოლოგისკენ იხრებით, მემარცხენე თუ მემარჯვენე? და ეს რეალურად რას ნიშნავს, დაფიქრებულხართ ამაზე? ფაშიზმი, კომუნიზმი, სოციალიზმი, ნაციონალიზმი - დადგა დრო, გავაანალიზოთ რა აქვთ ამ „იზმებს“ საერთო: სრული უგულვებელყოფა თქვენი, როგორც ინდივიდუალური გონიერი არსების“. კახა ბენდუქიძის კამპუსში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ მოწვევით, საჯარო ლექციას ჩაატარებს "Free the People"-ის პრეზიდენტი და ცნობილი ამერიკელი სპიკერი. სად: საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) როდის: 23 ნოემბერს დრო: 15:50 საათი დასწრება: თავისუფალია სამუშაო ენა: ინგლისური "When it comes to politics, do you lean left or right? Have you thought about what that really means? Fascism, communism, socialism, nationalism-it's time to start looking at what all these have in common: no regard for you as an individual human being." Matt Kibbe is the President and Chief Community Organizer of Free the People, a non-profit organization dedicated to promoting libertarian ideals. Where: Kakha Bendukidze Campus, Conference Hall on 2nd Floor (Room 200) When: 23 November Time: 15:30 Attendance: Free Language: English FB Event: https://www.facebook.com/events/2913065265385873/
23 Nov 2018

გვერდები