თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს
16 აპრილი, ორშაბათი
18:30-20:00, საკონფერენციო დარბაზი
„ილონ მასკი: ბოილერების დასუფთავებიდან მარსის კოლონიზაციამდე“ ‒ ბექა მამუკაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი
17 აპრილი, სამშაბათი
10:00-15:30, საკონფერენციო დარბაზი
საერთაშორისო კონფერენცია Free Market Road Show 2018 – ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის
კონფერენციაზე თავისუფალი ბაზრის, ევროპული ღირებულებების, საქართველოს მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ სპიკერები როგორც საქართველოდან, ასევე, ამერიკიდან, ავსტრიიდან, კანადიდან და ბულგარეთიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/227729797795382/
18 აპრილი, ოთხშაბათი
12:30-15:00, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა
დასაქმების ფორუმი
16:00-17:00, საკონფერენციო დარბაზი
კონკურსების ‒ „თავისუფალი აზროვნება“, „ჟურნალისტური წერის კონკურსი“, „კინო და სამართალი“, „შექმენი კანონი“ ‒ მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოება
17:00-18:30, საკონფერენციო დარბაზი
„ორი კორეა: ერთი ერი, ორი გზა“ ‒ გიორგი მელაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული
19 აპრილი, ხუთშაბათი
18:30-21:00, მცირე საკონფერენციო დარბაზი
კონფერენცია “ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური განვითარება”
18:30 – „საპენსიო რეფორმა: ზოგადი საკითხები“ ‒ ვატო ლეჟავა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი;
18:50 – „დამღუპველი პარაზიტიზმი ‒ ანუ რას გვპირდება საპენსიო რეფორმა“ ‒ გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტი;
19:10 – „სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემების გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში“ ‒ ბესიკ ნამჩავაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეკონომისტი;
19:30 – „საპენსიო სისტემის რეფორმის საკონსტიტუციო სამართლებრივი ასპექტები“ ‒ დავით ზედელაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
19:50 – „საპენსიო რეფორმის პოლიტიკური და ეთიკური საკითხები“ ‒ ალექსანდრე რაქვიაშვილი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების დეკანი;
20:10 – დისკუსია
20 აპრილი, პარასკევი
18:30-20:00, საკონფერენციო დარბაზი
„კაპიტალიზმის მორალურობა (The Morality of Capitalism)“ ‒ იარონ ბრუკი, Ayn Rand Institute-ის საბჭოს თავმჯდომარე და The Yaron Brook Show-ს წამყვანი
20:00 საკონფერენციო დარბაზი
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საიმიჯო ვიდეორგოლის პრემიერა
21 აპრილი, შაბათი
13:20-14:00, საკონფერენციო დარბაზი
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის კონკურსების ‒ „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“, „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“ ‒ გამარჯვებულთა დაჯილდოება
FB Event: https://www.facebook.com/events/165542554062181/