ENG GEO

Search form

ღონისძიებები

14 აპრილს, 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივ
14 Apr 2018
3 აპრილს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის #222-ე აუდიტორიაში ჩატარდება გერმანელი პროფესორის, მარტინ მორლოკის საჯარო ლექცია: გერმანიის საარჩევნო სისტემა. მარტინ მორლოკი არის „საჯარო სამართლის, სამართლის თეორიისა და სამართლის სოციოლოგიის“ კათედრის ხელმძღვანელი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების გერმანული და საერთაშორისო სამართლისა და კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში. მისი პროფესიული კარიერა უკავშირდება აუგსბურგის, ჰაგენის დისტანციური სწავლების, იენის ფრიდრიხ შილერის და დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტებს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების გერმანული და საერთაშორისო სამართლისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კვლევის ინსტიტუტს. ლექცია ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის“ სამხრეთ კავკასიის ევროპულ სტანდარტებთან სამართლებრივი დაახლოება” მხარდაჭერით. დასწრება თავისუფალია. FB Event: facebook.com/events/185253245614419/
3 Apr 2018
31 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი უნივ
31 Mar 2018
31 მარტს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტი ა
31 Mar 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ორგანიზებით 26 მარტს 15:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში გაიმართება ფრანკოფონიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ”საქართველო საფრანგეთში”. ღონისძიების პროგრამა მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ანიმაციური ფილმის ჩვენებას, რეპორტაჟს ბორდოდან, მოხსენებას ქართველ ემიგრანტებზე, და სხვა. პროგრამის ყველა ელემენტს ქმნიან და ასრულებენ ფრანგული მიმართულების სტუდენტები. ღონისძიებას დაესწრებიან: საფრანგეთის ელჩი, ფრანგული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტებთან კოოპერაციის ატაშე და სხვა ფრანკოფონი სტუმრები. დასწრება თავისუფალია.
26 Mar 2018
10 მარტს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი უნივ
10 Mar 2018
10 მარტს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტი ა
10 Mar 2018
9 მარტს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ფარნების სანახაობაზე. ფარნების სანახაობრივი (იგივე იუენსიაოს დღესასწაული) და ნათელი ფესტივალი ჩინეთში - ყოველწლიური ტრადიცია, რომლითაც აღმოსავლური ახალი წელი სრულდება. მილიონობით ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში ბრუნდება, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს და მონაწილეობა მიიღოს კარნავალებში, მსვლელობებსა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომას ჩინეთში ორი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იმართება მასკარადები და ბაზრობები. ფარნების ფესტივალი - ეს დღესასწაულის დასკვნითი ეტაპია და მისი ყველაზე ნათელი და სანახაობრივი ნაწილიც. ხალხური თქმულებების თანახმად, პეტარდების აფეთქების ხმა ბოროტ სულებს აფრთხობს. ჩინური კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს წელს გეძლევათ შანსი თავადაც შეუერთდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულში. მობრძანდით, დაესწარით ღონისძიებას, დააგემოვნეთ ჩინური, ტრადიციული ნუგბარი, მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებებსა და ვიქტორინებში და მოიგეთ პრიზები. იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/2022743631273883/
9 Mar 2018

გვერდები