ENG GEO

Search form

ღონისძიებები

10 მარტს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტი ა
10 Mar 2018
10 მარტს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი უნივ
10 Mar 2018
9 მარტს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ფარნების სანახაობაზე. ფარნების სანახაობრივი (იგივე იუენსიაოს დღესასწაული) და ნათელი ფესტივალი ჩინეთში - ყოველწლიური ტრადიცია, რომლითაც აღმოსავლური ახალი წელი სრულდება. მილიონობით ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში ბრუნდება, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს და მონაწილეობა მიიღოს კარნავალებში, მსვლელობებსა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომას ჩინეთში ორი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იმართება მასკარადები და ბაზრობები. ფარნების ფესტივალი - ეს დღესასწაულის დასკვნითი ეტაპია და მისი ყველაზე ნათელი და სანახაობრივი ნაწილიც. ხალხური თქმულებების თანახმად, პეტარდების აფეთქების ხმა ბოროტ სულებს აფრთხობს. ჩინური კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს წელს გეძლევათ შანსი თავადაც შეუერთდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულში. მობრძანდით, დაესწარით ღონისძიებას, დააგემოვნეთ ჩინური, ტრადიციული ნუგბარი, მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებებსა და ვიქტორინებში და მოიგეთ პრიზები. იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/2022743631273883/
9 Mar 2018
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება პროფესორ ტომოჰიკო ტანიგუჩის ლექცია. ლექცია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულების ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება. პროფესორი ტანიგუჩი ამჟამად არის ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი და იაპონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა იაპონურ ყოველკვირეულ გამოცემა ნიკკეი ბიზნესში. აქვს მდიდარი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ლექციაზე დასწრება თავისუფალია და ჩატარდება კამპუსის იაპონურ კაბინეტში (აუდიტორია #222).
7 Mar 2018
17 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი
17 Feb 2018
17 თებერვალს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტე
17 Feb 2018
არასაქველმოქმედო აუქციონი ტარდება თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების ანო ჯიშკარიანის, თიკა შელიას და სალომე ფოცხვერაშვილის ორგანიზებით და სასტუმრო Rooms-ის ხელშეწყობით. აუქციონის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქართველი არტისტების რეალიზება და ხელის შეწყობა, მათი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა და ცნობადობის ამაღლება. აუქციონის ექსპონანტები ორ ნაწილად იყოფა - პირველ ნაწილში გამოფენილია აღიარებული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები: კარლო კაჭარავასა და ოლეგ ტიმჩენკოს 80-90იან წლებში შესრულებული ფერწერები, ასევე დავით კუხალაშვილისა და გიორგი ხანიაშვილის ადრეული ნახატები და ლევან ჭელიძის ნატურმორტი.მეორე ნაწილში ქართველი ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრები ფიგურირებს, რომელთა უმეტესობას ქართული თემატიკა აერთიანებს, იქნება ეს სალომე ჯოხაძის “თანამედროვე ყაჯარები” თუ გიორგი გელაძის ქართული ტექსტები ტილოზე. ამასთან ერთად წარმოდგენილია ანასტასია ახვლედიანის ქართული არტეფაქტებითა და ორნამენტებით ინსპირირებული ტილოებისა და უცნობი წმინდანების სერია, ფაფო ფაჩუაშვილისა და გიორგი ვარდიაშვილის შერეული ტექნიკით შესრულებული კოლაჟები თბილისის ფოტოსურათებზე. თარიღი: 12 თებერვალი, ორშაბათი რეგისტრაცია: 18:00 - 20:00 აუქციონი: 20:00 ადგილი: ჭოველიძის 7 ლოლიტა (მე-3 სართული)
12 Feb 2018
30 იანვარს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის
30 Jan 2018
27 იანვარს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი უნ
27 Jan 2018

გვერდები