თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გიწვევთ საჯარო ლექციაზე “ნარკოპოლიტიკის გამოწვევები და დაგეგმილი რეფორმის მიმართულებები”.
მომხსენებლები: გურამ იმნაძე, დავით ოთიაშვილი, დავით სუბელიანი მოდერატორი: ეკა ლომთათიძე.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წლებია წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან წყაროს, რომლის ფარგლებშიც ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ ხდება არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაკისრება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება. მოქმედი პოლიტიკის პირობებში არ კეთდება საკმარისი აქცენტი სამკურნალო-სარეაბილიტაციო და პრევენციულ ღონისძიებებზე. ლექციაზე განხილული იქნება არსებული ნარკოპოლიტიკის გამოწვევები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები, მისი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.
საჯარო ლექცია გაიმართება 29 ნოემბერს, 15:40 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსის, 113-ე აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია.
იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1911066019211985/