ინფორმაცია მოსალოდნელ სიახლეზე - არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტში.
არქიტექტურის სკოლა VA[A]DS თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონცეპტუალურად ახალი სასწავლო პროგრამა იქნება, რომელიც გეგმავს აბიტურიენტებს შესთავაზოს ინტეგრირებული სტუდიური სწავლება. სასწავლო პროგრამა თანამედროვე მედია და ტექნოლოგიური მოდულებით იქნება აღჭურვილი.
თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა VA[A]DS ამერიკის საუკეთესო ათეულში შესული არქიტექტურის სკოლის Sam Fox Architecture School at Washington University in St. Luis პროფესორთან, ჯესი ვოგლერთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც მომავალში თავისუფალ უნივერსიტეტში ამ პროგრამას უხელმძღვანელებს.
მოსალოდნელი სიახლით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ვუმასპინძლებთ 28 ოქტომბერს 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.
აბიტურიენტებს მიმართავენ - პროგრამის ხელმძღვანელი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯესი ვოგლერი (ჩართვა აშშ-დან), უნივერსიტეტის რექტორი - ვატო ლეჟავა და სკოლის დეკანი - ირინა პოპიაშვილი.
შეხვედრაზე ჩატარდება პროგრამის პრეზენტაცია და მოსწავლეების ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.