ENG GEO

Search form

ღონისძიებები

დღეს ART Weekend 2017 იწყება! 19:00 - ლევან გიგინეიშვილი - ''ნუ მოკლავ ჯაფარას'' 20:30 - ფილმის ''ნუ მოკლავ ჯაფარას'' ჩვენება შაბათი,10 ივნისი 16:00 - პაატა შამუგია - ეროტიკა და პოეტიკა 18:00 - დავით გაბუნია - უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ლიტერატურა აქტუალური?! 20:00 - ''კაცების შოუ" წელიწად-ნახევრის შემდეგ (ირაკლი ვახტანგიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ლაბაძე, გიორგი ჯანელიძე. კვირა, 11 ივნისი 16:30 - მიშა მშვლიდაძე - ''ტელევიზიისა და TV-შოუების ძალა'' - ''Game of Thrones'' , ''FRIENDS (TV Show)'', Sopranos) 18:30 - შეხვედრა კახა თოლორდავასა და გია ხადურთან (''უცნობი მუსიკა'' ). შეხვედრის თემატიკა - რატომ გვძულს Pink Floyd, ელექტრონული მუსიკა, ანდეგრაუნდი, კინომუსიკა, ფსიქოდელია, პროგრესივი, თავისუფლების მუსიკა, იმპროვიზაცია და სხვა. 19:30 - ჯგუფი - არა - LIVE პროექტის სპონსორები არიან : ზედაზენი - Zedazeni Lay's Geocell - ჯეოსელი GIFme გენერალური სპონსორი - TBC BANK - თიბისი ბანკი Art Weekend თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც უკვე მეოთხედ ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის! წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
9 Jun 2017
1 ივნისს, 12:00-19:00 კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 422-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია ”აღმოსავლურ-დასავლური დივანი.” 12:00-15:00 · დალი ჩარექაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ”შაილოკი მსხვერპლი თუ დამნაშავე?” · სანდრო დოლიძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) – ”ლექცია წიგნზე წიგნში, რომელიც წიგნშია” · ელენე ჯანაძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) - ”არაბი ავტორის თვალით დანახული ქრისტე (ნაჯიბ მაჰფუზის ,,ჩვენი უბნის შვილების“ მიხედვით).” · მიხეილ ლობჟანიძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) – ”შამანიზმი კარლოს კასტანედასთან”
1 Jun 2017
31 მაისს, 19:30 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World”-ის ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 421-ე აუდიტორიაში გაიმართება ლექცია - დისკუსია: "დონალდ ტრამპის ამერიკა - ახალი რეალობები და გამოწვევები." მომხსენებელი: ალექსანდრე ლაცაბიძე
31 მაისი 2017
თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მომავალში - აუცილებელი გახდება. არსებობს სტერეოტიპი, რომ პროგრამირების სწავლა ძალიან რთულია. სინამდვილეში კი ყველას შეუძლია კოდის დაწერა. ამაში თვითონ დარწმუნებით, რადგან 20 მაისს 16:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის კოდის წერის გამავრცელებელთა საზოგადოება ატარებს კოდის წერის სესიას - Live Coding - FUT01. ერთი საათის განმავლობაში თქვენ გაიგებთ რა არის სინამდვილეში პროგრამირება, როგორ იწერება კოდი და დაწვრილებითი ინსტრუქციის საშუალებით თვითონ დაწერთ მას. “კოდის წერის სესია” გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200). დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. ამას გარდა, სესია გადაიცემა თავისუფალი უნივერსიტეტის Facebook გვერის ლაივით, რაც საშუალებას მოგცემთ, დისტანციურად შემოგვიერთდეთ, ჩვენთან ერთად დაწეროთ კოდი და გვამცნოთ “ფეისბუქზე” რამდენი ხაზის დაწერა შეძელით ჰეშთეგით #freeunilivecoding სესიას ჩაატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის კომათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ასოცირებული დეკანი შოთა ღვინეფაძე. შემოგვიერთდით!
20 მაისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა
19 მაისი 2017
გიწვევთ ნიკა გილაურის წიგნის “პრაქტიკული ეკონომიკის” (Practical Economics) პრეზენტაციაზე. დრო: 18 მაისი, 18:00 საათი. ადგილი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსისის #200 აუდიტორია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. წიგნი წარდგენილია წლის ბიზნეს-წიგნის ნომინაციაზე - Financial Times-ისა და McKinsey-ის ერთობლივ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც გამოავლენენ ნაშრომს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ და ბიზნეს აზროვენებაზე მსოფლიო მასშტაბით. "პრაქტიკული ეკონომიკა" (Practical Economics) 2004-2012 წლებში საქართველოში გატარებულ ყველა იმ რეფორმას აღწერს. წიგნი გამოსცა ცნობილმა გამომცემლობა Palgrave Macmillan-მა. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
18 მაისი 2017
Free Market Road Show გაიმართება 15 მაისს, 11 საათიდან კახა ბენდუქიძის საუნიევრსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში. შეხვედრას დაესწრებიან და წარუძღვებიან გამოჩენილი ბიზნესმენები, წარმატებული სტუდენტები, პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები და სხვა დაინტერესებული პირები ევროპიდან, რომლებიც ისაუბრებენ საქართველოს განვითარებასა და გამოწვევებზე. დისკუსია შეეხება მსოფლიოში მიმდინარე წამყვან მოვლენებსაც, როგორებიცაა, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების თაობაზე და შეერთებული შტატების მიერ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად.
15 მაისი 2017
ხუთშაბათს, 11 მაისს, 17:00 საათზე, #113-ე აუდიტორიაში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება პროფ. გოჩა ჯაფარიძის საჯარო ლექცია თემაზე "ქართველები წმინდა მიწაზე XI-XVI საუკუნეებში".
11 მაისი 2017

გვერდები