ENG GEO

Search form

ღონისძიებები

22 მარტს 19:30-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 421-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში გაიმართება ლექცია - დისკუსია თემაზე: "მიგრაცია და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები." მომხსენებელი - გიორგი ჯაში (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი). დასწრება თავისუფალია
22 Mar 2017
პარასკევს, 24 მარტს, 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე აუდიტორიაში არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ახლოაღმოსავლეთის, კერძოდ, სირია-ისრაელის გაეროს საზღვრის დამცველი ძალების უსაფრთხოების ხელმძღვანელის, დანიელი ექსპერტის ქრისტიან სალბის საჯარო ლექცია თემაზე "გაეროს მისიები ახლო აღმოსავლეთში". სტუმარი ისაუბრებს მსოფლიოს ამ ყველაზე "ცხელ" რეგიონში მიმდინარე მოვლენების, კონფლიქტებში ჩართული მხარეების პოლიტიკური და სამხედრო მიზნების, გაეროსმისიების ფორმატისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლის უშუალო მონაწილეც თვითონ არის. დასწრება თავისუფალია. სამუშაო ენა: ინგლისური.
20 Mar 2017
აკა მორჩილაძე კამპუსში! თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვევით გიო ახვლედიანი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას "შერიდან ჰოუპი და ვიქტორიას დროის სხვა ამბები". დასწრება თავისუფალია. ლექცია ჩატარდება 13 მარტს, 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში.
13 Mar 2017
შაბათს, 18 თებერვალს 18:00 საათზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ Live გაცნობით პროგრამას. ჩვებ ფბ გვერდზე, Live Video რეჟიმში უნივერსიტეტების რექტორი და აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი აბიტურიენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.
18 Feb 2017
ოთხშაბათს, 25 იანვარს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში, კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება ნანკინის კონსერვატორიის დასი. ღონისძიების პარალელურად გაიმართება კონკურსების: “რა ვიცით ჩინეთის შესახებ,” და საუნივერსიტეტო და სასკოლო ესსეების კონკურსის “ჩემი თავლით დანახული ჩინეთის” დაჯილდოების ცერემონია. დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.
25 Jan 2017
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით, სამშაბათს, 24 იანვარს 17:00 საათზე, ლანჭოუს უნივერსიტეტის - პროფესორი ვანგ სიაოვენი, წაიკითხავს ლექციას: "ერთი სარტყელი, ერთი გზა", ანუ, ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი. ვანგ სიაოვენის კველვის სფეროა: რეგიონული ეკონომიკა, ფინანსები, საერთაშორისო ეკონომიკა, სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
24 Jan 2017
20 იანვარს 18:00 საათიდან თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა წარმოგიდგენთ პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიის სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას - კოლაბორაცია.
20 Jan 2017
18 იანვარს 11:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე და 204-ე აუდიტორიებში, სოციოკულტურული ანთროპოლოგიის კურსის ფარგლებში, გაიმართება მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტების კონფერენცია. სტუდენტების პროექტები ეხება მეხსიერებასა და ცოდნის პოლიტიკას, ნაციონალურ იდენტობას, რელიგიურ და კულტურულ პრაქტიკას, კულტურული ნორმის რღვევასა და მარგინალობას და სოციალური წესრიგის ტრანსფორმაციას.
18 Jan 2017
18 იანვარს 14:00 სთ-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 420-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდება, უკვე ტრადიციად ქცეული, კახა ბენდუქიძის სახელობის რიგით მეოთხე სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში. საუკეთესო ნაშრომის ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში, იტალიის ქალაქ ტურინში. დასწრება თავისუფალია
18 Jan 2017

გვერდები