ENG GEO

Search form

ღონისძიებები

22 ივნისს, 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების ორგანიზებით ტარდება სემინარ-პრეზენტაციები “გზამკვლევი ჩინურ ბიზნეს-სამყაროში.’’ დასწრება თავისუფალია
22 Jun 2017
19 ივნისს 12:00-დან 20:00 საათამდე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობის სკოლა) გიწვევთ კონფერენციაზე „არაბული გაზაფხული: მიზეზები და პერსპექტივები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის არაბული მიმართულების სტუდენტების ნაშრომები, რომლებიც შეეხება არაბულ სამყაროში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ გარდაქმნებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლს, მოდერნიზაციის პროექტებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
19 Jun 2017
VADS-ის აბიტურიენტების საყურადღებოდ!
17 Jun 2017
17 ივნისს, 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "როდის წაგართმევს რობოტი სამსახურს?" ლექციის ფარგლებში მომხსენებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის ადმინისტრირების დეკანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მიმოიხილავს იმ ისტორიულ, ეკონომიკურ თუ ლოგიკურ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელს თუ შეუძლებელს გახდის მომავალში ამ საკითხის რეალურობას. დასწრება თავისუფალია
17 Jun 2017
15 ივნისს 10:30-ზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება "ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის. კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. კონკურსი შედგება ორი ნაწილისაგან: · მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე, · კულტურული პროგრამა. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი ქართველი კონკურსანტი ოქტომბერში გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე: ორი მათგანი - ფინალურ კონკურსში მონაწილეებად, ხოლო კიდევ ორი - დამკვირვებლებად. დასწრება თავისუფალია.
15 Jun 2017
15 ივნისს 10:30-ზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება "ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის. კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. კონკურსი შედგება ორი ნაწილისაგან: · მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე, · კულტურული პროგრამა. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი ქართველი კონკურსანტი ოქტომბერში გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე: ორი მათგანი - ფინალურ კონკურსში მონაწილეებად, ხოლო კიდევ ორი - დამკვირვებლებად. დასწრება თავისუფალია.
15 Jun 2017
15 ივნისს 14:00-ზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი"-ს რიგით მერვე შესარჩევი ტური. კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. ღონისძიება საქართველოში მეშვიდედ ტარდება. კონკურსი შედგება სამი ნაწილისაგან: წერითი ნაწილი, მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე, კულტურული პროგრამა. გამარჯვებული ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ კონკურსში. მეორე ადგილის მფლობელი კი ათი დღით გაემგზავრება "ჩინური ენის ხიდის" საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალურ ტურს.
14 Jun 2017
დღეს ART Weekend 2017 იწყება! 19:00 - ლევან გიგინეიშვილი - ''ნუ მოკლავ ჯაფარას'' 20:30 - ფილმის ''ნუ მოკლავ ჯაფარას'' ჩვენება შაბათი,10 ივნისი 16:00 - პაატა შამუგია - ეროტიკა და პოეტიკა 18:00 - დავით გაბუნია - უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ლიტერატურა აქტუალური?! 20:00 - ''კაცების შოუ" წელიწად-ნახევრის შემდეგ (ირაკლი ვახტანგიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ლაბაძე, გიორგი ჯანელიძე. კვირა, 11 ივნისი 16:30 - მიშა მშვლიდაძე - ''ტელევიზიისა და TV-შოუების ძალა'' - ''Game of Thrones'' , ''FRIENDS (TV Show)'', Sopranos) 18:30 - შეხვედრა კახა თოლორდავასა და გია ხადურთან (''უცნობი მუსიკა'' ). შეხვედრის თემატიკა - რატომ გვძულს Pink Floyd, ელექტრონული მუსიკა, ანდეგრაუნდი, კინომუსიკა, ფსიქოდელია, პროგრესივი, თავისუფლების მუსიკა, იმპროვიზაცია და სხვა. 19:30 - ჯგუფი - არა - LIVE პროექტის სპონსორები არიან : ზედაზენი - Zedazeni Lay's Geocell - ჯეოსელი GIFme გენერალური სპონსორი - TBC BANK - თიბისი ბანკი Art Weekend თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც უკვე მეოთხედ ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის! წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
9 Jun 2017

გვერდები