ENG GEO

Search form

ღონისძიებები

4 დეკემბერს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა". მომხსენებლები: თემურ ტუღუში – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაისურაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კვლევებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დასწრება თავისუფალია. FB ივენთი: https://www.facebook.com/events/295523831070123/
4 Dec 2018
სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში (Gardens Hall), 3 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს 10 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება. კვირეული 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტების მიერ შეირჩა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე. 3 დეკემბრის თემები იქნება: "განათლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" და "შშმ პირების უფლებები: მიღწევები და გამოწვევები". მომხსენებლები: ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოდერატორი: ნინო კიკნაძე – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება. დასწრება თავისუფალია.
3 Dec 2018
„როცა საქმე პოლიტიკას ეხება, რომელი იდეოლოგისკენ იხრებით, მემარცხენე თუ მემარჯვენე? და ეს რეალურად რას ნიშნავს, დაფიქრებულხართ ამაზე? ფაშიზმი, კომუნიზმი, სოციალიზმი, ნაციონალიზმი - დადგა დრო, გავაანალიზოთ რა აქვთ ამ „იზმებს“ საერთო: სრული უგულვებელყოფა თქვენი, როგორც ინდივიდუალური გონიერი არსების“. კახა ბენდუქიძის კამპუსში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ მოწვევით, საჯარო ლექციას ჩაატარებს "Free the People"-ის პრეზიდენტი და ცნობილი ამერიკელი სპიკერი. სად: საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) როდის: 23 ნოემბერს დრო: 15:50 საათი დასწრება: თავისუფალია სამუშაო ენა: ინგლისური "When it comes to politics, do you lean left or right? Have you thought about what that really means? Fascism, communism, socialism, nationalism-it's time to start looking at what all these have in common: no regard for you as an individual human being." Matt Kibbe is the President and Chief Community Organizer of Free the People, a non-profit organization dedicated to promoting libertarian ideals. Where: Kakha Bendukidze Campus, Conference Hall on 2nd Floor (Room 200) When: 23 November Time: 15:30 Attendance: Free Language: English FB Event: https://www.facebook.com/events/2913065265385873/
23 Nov 2018
პარასკევს, 16 ოქტომბერს 14:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის 222-ე აუდიტორიაში ჩატარდება მეშვიდე რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობასა და აგროქიმიაში. დასწრება თავისუფალია.
26 Oct 2018
24 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მეცნიერი და ფილოსოფოსი, ფრენსის ფუკუიამას (Francis Fukuyama) ეწვევა და საჯარო ლექციას ჩაატარებს. სამუშაო ენა ინგლისური. იხ. ფბ ივენთი: facebook.com/events/299489334219543/ ფრენსის ფუკუიამას ვიზიტის თანადამფინანსებელია ცოდნის ფონდი.
24 Oct 2018
22 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის“ პროექტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში. საჯარო ლექციას ჩაატარებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე მარია ბერგერი. მოსამართლე ბერგერი სამართლის დოქტორი და ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესიორია ევროკავშირის სამართალში. მისი პროფესიული კარიერა უკავშირდება ავსტრიის ევროინტეგრაციის პროცესებს და ავსტრიის იუსტიციის სისტემას, მათ შორის იუსტიციის მინისტრის რანგში, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში მრავალწლიან მოღვაწეობას. 2009 წლიდან მარია ბერგერი ლუქსემბურგის სასამართლოს მოსამართლეა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია საქართველოზე პირდაპირ არ ვრცელდება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, მათ შორის ადამიანის უფლებათა სტანდარტების დადგენის კუთხით, სულ უფრო აქტუალური ხდება ქართული მართლმსაჯულების სისტემისათვის. ლექცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია.
22 Oct 2018
3 ოქტომბერს, 17:00-ზე კახა ბენდუქიძის კამპუსში, აუდიტორია #113-ში თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით შედგება შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან, არჩილ კალანდიასთან. ლექცია დისკუსიის თემაა: “ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ დასწრება თავისუფალია.
3 Oct 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების ორგანიზებითა და კონფუცის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 14 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება დრაკონის ნავების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება “რა ვიცით ჩინური კინემატოგრაფიის შესახებ?”. ღონისძიების განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციების მეშვეობით გაიგონ უფრო მეტი თანამედროვე ჩინური ფილმების შესახებ. პრეზენტაციების გარდა, ჩინური კულტურით დაინტერესებულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწროთ ჩინური ფილმების კინოჩვენებას. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის მონაწილეობით, ქართულ ენაზე ითარგმნა სამი თანამედროვე ჩინური ფილმი, რომელთა ჩვენებაც გაიმართება 14 და 15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში: 14 ივნისი - 16:00 (I ფილმი), 18:00 (II ფილმი) 15 ივნისი - 18:00 (III ფილმი) მობრძანდით, დაესწარით ღონისძიებას და კინოჩვენების შემდეგ თქვენ გელით სასიამოვნო სიურპრიზი. დასწრება თავისუფალია!
14 Jun 2018
2018 წლის 11 ივნისს 14:00 საათზე, აუდიტორია #32
11 Jun 2018

გვერდები