2017 წლის 3 დეკემბერს, პირველად საქართველოში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულბის ორგანიზაბით გაიმართება იაპონური ენის საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდა (JLPT-日本語能力試験).
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა იაპონიის მთავრობის მიერ აღიარებული დიპლომი, რომელიც მის მფლობელს გაუადვილებს იაპონურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ან/და მუშაობის დაწყებას იაპონურ კომპანიებში.
მსურველებს შეუძლიათ გამოცდაზე დასარეგისტრირებელი ფორმები და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღონ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240).
სარეგისტრაციო ფორმების ჩაბარება საგამოცდო გადასახადთან ერთად უნდა მოხდეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში 2017 წლის 21 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათდან 16:00 საათამდე პერიოდში.
გამოცდას აქვს ხუთი დონე, პირველ და მეორე დონეებზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 35 ლარს, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე დონეებზე - 25 ლარს.
სარეგისტრაციო გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორებით, საგანაცხადო ფორმის ჩაბარებისას, ან გადარიცხვით.
დამატებითი ინფომაციისთვის დაგვიკავშირდით:
k.tsereteli@freeuni.edu.ge
კონსტანტინე წერეთელი