ENG GEO

Search form

ღონისძიებები

6 ივლისს 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება "რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?". ღონისძიება იმართება "ტვინის სემინარების" ფარგლებში და არის კოგნიტური ნეირომეცნიერებებისა და ნეიროანთროპოლოგიის ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იქნება თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავის ქალაში არსებული ნეირონების გროვაზე ისეთ რამეებს, როგორიცაა ანდაზები, მითები და ზღაპრები; ასევე თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონება მეტაფორას სხეულის დახმარებით; რა კავშირშია მშობლიური ენა და გაყოფილი ტვინი იმასთან, თუ როგორ ვცნობთ სახეებს; რა ხდება ტვინში, როცა ვუსმენთ სხვადასხვა სპიკერებს; ან მაშინ, როცა ვუყურებთ რაიმეს, რაც თვითაღქმისთვის მნიშვნელოვანია; ასევე საუბარი იქნება იმაზე თუ სად გვტკივა - ტვინში თუ თავში და ეს ტკივილი ბიოლოგიურად დეტერმინირებულია თუ კულტურულად განპირობებული. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები. დასწრება თავისუფალია.
6 Jul 2019
26 ივნისს 13:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #113) გაიმართება საჯარო ლექცია: "ინოვაციური ბიზნეს-მოდელები ბლოკჩეინის ეპოქაში". ლექცია თემა იქნება ახალი ბიზნეს-მოდელები და არსებული ბიზნეს-მოდელების ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება ტექნოლოგიებისა და კონკრეტულად ბლოკჩეინის გავლენის ქვეშ. ასევე, განხილული იქნება Libras-ს (Facebook-ის კრიპტოვალუტა) განვითარების პროცესი და ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ბლოკჩეინის სრულფასოვანი იმპლემენტაციის გზაზე. ლექციას ჩაატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი დავით კიზირია. დასწრება თავისუფალია.
26 Jun 2019
22 ივნისს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #218) საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების ორგანიზებით გაიმართება "სარტყელი და გზა" - სტუდენტების თვალით დანახული პერსპექტივები. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთესად გაანალიზონ ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და მისი პერსპექტივები. დასწრება თავისუფალია.
22 Jun 2019
19 და 20 ივნისს 11:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კ
19 Jun 2019
12 ივნისს 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის გარე ამფითეატრში გაიმართება დებატები: "არსებობს თუ არა ჯგუფური ინტერესი?" ხშირად გვესმის დისკუსია, თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი. მაგრამ აქვს თუ არა საერთოდ სახელმწიფოს მიზანი? შეიძლება თუ არა ადამიანების ჯგუფს ჰქონდეს ერთი მიზანი? ბევრს ინტუიცია კარნახობს დადებით პასუხს, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია. აღნიშნული დებატების ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები დავით დარჩიაშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგენენ განსხვავებულ მიდგომებს - რა არის და არსებობს თუ არა ჯგუფური ინტერესი. დასწრება თავისუფალია.
12 Jun 2019
27 მაისს 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ცნობილი ეკონომისტი სერგეი გურიევი ჩაატარებს საჯარო ლექციას: „Political Economy of Reforms in the EU Neighbourhood”. სერგეი გურიევი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ეკონომისტი. ის ასევე არის პროფესორი ეკონომიკისმიმართულებით Science Po-ში (Instituts d'études politiques in Paris). მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებშიროგორებიცაა: American Economic Review, Journal of European Economic Association, Journal of Economic Perspectives, Economic Journal და American Political Science Review. მისი სტატიები ასევე დაბეჭდილია ჟურნალებში New York Times, Financial Times, Washington Post, Project Syndicate და Moscow Times. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია. FB Event: https://www.facebook.com/events/358492368343801/
27 მაისი 2019
22 მაისს 16:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია "გამოხატვის თავისუფლება საჯარო მორალის პირისპირ". ლექციაზე განხილული იქნება "აი ისა"-ს საქმის შესახებ სასამართლო პრაქტიკა. მომხსენებლები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე და არასამათავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" საქართველოს სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი ედუარდ მარიკაშვილი. ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ხელშეწყობით. დასწრება თავისუფალია.
22 მაისი 2019
21 მაისს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება დისკუსია: "დემოკრატია და ტექნოლოგიები". ღონისძიებაზე მოხსენებას წარადგენს თავისუფალი უნივერსიტეტის ლეტორი დავით კიზირია. დისკუსიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ნიკოლოზ ალექსიძე და დავით ზედელაშვილი. დისკუსია შეეხება ტექნოლოგიების როლს საზოგადოებებისა და დემოკრატიის განვითარების სფეროში. ასევე იმ ტრანსფორმაციებს, რომელსაც აჩენსტექნოლოგიური ცვლილებები. განხილული იქნება ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დემოკრატია და დღევანდელი საზოგადოებები. მონაწილეები ასევეისაუბრებენ დემოკრატიის ტრანსფორმაციის შესაძლო სცენარებზე. დასწრება თავისუფალია.
21 მაისი 2019

გვერდები