ENG GEO

Search form

სიახლეები

ფიზიკის სკოლის პირველკურსელი გენადი შამუგია ზაფხულიდან სწავლას აშშ-ში, United States Naval Academy-ში გააგრძელებს. მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ამერიკული მხარე აბაზღაურებს. გენადი 4 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის და მისი მიმართულება სამხედრო ავიაინჟინერიაა. სტიპენდიისა და სწავლების უფლების მოსაპოვებლად გენადიმ საკმაოდ რთული კონკურსი გაიარა. უნივერსიტეტი ამ სპეციალობით ყოველწლიურად მხოლოდ 15 არაამერიკელს იღებს.
29 აპრილი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ისტორიაში დიდი, ძველ მეგობრებთან შეხვედრის დღე იყო - თავისუფალმა უნივერსიტეტმა ყველა თაობის კურსდამთავრებული შეკრიბა. იყო დიდი მოკითხვა, მისალმება, სიტყვით გამოსვლები და სულ ბოლოში, გრანდიოზულიო ფართი კამპუსის ეზოში, ბურგერებით და კარგი მუსიკით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კურსდამთავრებულთა კედლის გახსნა იყო! დღეიდან, თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულის სახელი და გვარი სპეციალურ ფირფიტაზე ამოიტვიფრება და კურსდამთავრებულთა კედელზე განთავსდება! პირველები, სწორედ 29 აპრილს მოსულები იყვნენ და ეს ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციად დარჩება.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული და აშშ-ს იოვას მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, საბა შარიქაძე, წლის საუკეთესო ასისტენტად აღიარეს. საბა სწავლის პარალელურად პროფესორის ასისტენტად მუშაობს და სტუდენტებს ლექციებს უკითხავს. საბა საუკეთესოდ გამოკითხულ სტუდენტთა შედეგებზე დაყრნდობით გამოვლინდა. აშშ-ში წასვლამდე საბა შარიქაძემ GRE ტესტში 970 ქულა აიღო, რაც საკმაოდ მაღალ შედეგად ითვლება. საბას ჯგუფი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პირველი გამოშვებაა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, გიორგი არსენაძემ შთამბეჭდავი თეორიული კვლევა განახორციელა ასტროფიზიკის დარგში. ის ბაკალავრიატში სწავლის საწყის ეტაპზევე ჩაერთო კვლევით საქმიანობაში, შეისწავლა რელატივისტური ნაწილაკების დინამიკა ჭიის ხვრელში (Wormhole) მოძრაობისას და მათი გავლენის სფეროდან გამოსვლის ფიზიკური პირობები. სამეცნიერო კვლევა გაიგზავნა საერთაშორისო მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში (International Journal of Modern Physics D) და განთავსდა სამეცნიერო სტატიების არქივში. თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გიორგი არსენაძეს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში, გაიმართა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის მოლდოვაში, უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ყოფილი თავმჯდომარის, კალმან მიზეის საჯარო დისკუსია "კახა ბენდუქიძის რეფორმები ​და პოსტ-საბჭოთა სივრცე, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითები."
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, 19 აპრილს, გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორის, ზაალ კოკაიას საჯარო ლექცია: "როგორ დავწეროთ კვლევითი გრანტის წარმატებული აპლიკაცია."
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, 19 აპრილს, გაიმართა ლონდონის კინგს კოლეჯის [King's College] მოწვეული ლექტორის, სიმონ სურგულაძის საჯარო ლექცია თემაზე - სოციალური ურთიერთობების ნეიროანატომია​.
კახა ბენდუქიძის კვირეული - კამპუსის დღეები 2017 -ის ფარგლებში, 18 აპრილს, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის, ანი ციციშვილის მიკრობებით შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა.
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) გერმანული მიმართულების მესამე კურსის სტუდენტებმა მარიამ კოლბინმა, ილიკო დარასელიამ და ქეთი სხილაძემ მოიპოვეს DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდია და აგვისტოში ისწავლიან ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში. ვულოცავთ სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას!
დასრულდა კონკურსი ლავუაზიეს წრე, რომელიც განკუთვნილია ქიმიითა და ბიოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის. კონკურსი გაიმართა სამ ეტაპად , რომლის შედეგადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი. 1-ელ ადგილზე გავიდა გუნდი, შემდეგი შემადგენლობით: სალომე ღვინეფაძე, რევაზ ლობჟანიძე, დავით ქავთარაძე და მოიპოვეს 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი; მე-2 ადგილზე გასულ გუნდს, თომა რთველიაშვილს, ირაკლი შალიბაშვილს, მართა გულაშვილს, გადაეცა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი; მე-3 ადგილოსან გუნდს, სერგი ბეთხოშვილს, ანა ნარინდოშვილს და სანდრო ჩხეიძეს - 4 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

გვერდები