ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) სკოლის ინჟინერიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები, გუგა ბურდული და არკადი აკოფიანი მონაწილეობას მიიღებენ კალიფორნიაში, ქალაქ სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც ეძღვნება ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიის თანამედროვე მიღწევებს. აღნიშნული ღონისძიება ტარდება სამ წელიწადში ერთხელ. გუგას და აკოს მოხსენება არის "Invited Paper", რაც ზრდის ნაშრომის მნიშვნელობას. მათი ნაშრომი ეძღვნება ოპტიმიზიციის მეთოდს, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ხელსაწყოების ოპტიმალური პარამეტრების შესარჩევად, რაც საგრძნობლად აადვილებს ექსპერიმენტის ჩატარებს. ნაშრომი დაიწერა შვეიცარიის (ETH Zurich) და გერმანიის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის მონაწილეობით. გუგა და აკო, MACS-ის ინჟინერიის სტუდენტ რევაზ ქართველიშვილთან ერთად, ასევე ჩართულები არიან სამეცნიერო პროექტში და მუშაობენ ექსპერიმენტზე, რომელიც ტარდება თავისუფალ უნივერსიტეტში. აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება უახლოეს ხანში ვრცელი სამეცნიერო საჟურნალო ნაშრომის დაწერა. ნაშრომის ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტი - ნუცა ჩიჩილიძე iGeneration-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა. ნუცა სწავლას ოთხი წლით ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში, ფონდის სრული დაფინანსებით გააგრძელებს. პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა მგზავრობის სრულ ხარჯებს. iGeneration არის კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მხარდაჭერაზე. პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიურად ავლენს გამარჯვებულებს და არსებობის განმავლობაში, ყოველთვის თავისუფალი (ერთ შემთხვევაში აგრარულიც) უნივერსიტეტის სტუდენტი იმარჯვებდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსამთავრებული ლადო ლაბაძე სწავლას მილანის პოლიტექნიკურ (Politecnico di Milano) უნივერსიტეტში გააგრძელებს. ლადო ფიზიკის სკოლის პირველი თაობის კურსდამთავრებულია. ფიზიკის სკოლის პირველი თაობის კურსდამთავრებულები სრული შემადგენლობით აგრძელებენს სწავლას ევროპის ან აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამაგისტრო ან/და სადოქტორო პროგრამებზე.
თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ზურა კაკუშაძის ახალი წიგნის, 151 Trading Strategies (151 სავაჭრო სტრატეგია) უფასო 257 გვერდიანი ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ მბულიდან: https://ssrn.com/abstract=3247865. წიგნში შეგიძლიათ გაეცნოთ სტრატეგიების დეტალურ აღწერას მრავალრიცხოვანი აქტივების კლასებისა და სხვადასხვა სტილის მასშტაბით, როგორიცაა აქციები, ოპციები, ფიქსირებული შემოსავალი (მაგ. ობლიგაციები), ვადიანი გარიგებები, ETF-ები, ინდექსები, სასაქონლო აქტივები, უცხოური ვალუტა, კონვერტირებადი ობლიგაციები, სტრუქტურირებული აქტივები, ცვალებადობა, უძრავი ქონება, ზარალიანი აქტივები, ფულადი სახსრები, კრიპტოვალუტა, ამინდი, ენერგია, ინფლაცია, გლობალური მაკრო, ინფრასტრუქტურა და საგადასახადო არბიტრაჟი. ზოგიერთი სტრატეგია ეფუძნება კომპიუტერული სწავლის მეთოდებს. წიგნი ასევე შეიცავს სტრატეგიების ტესტირების კომპიუტერულ კოდს, დაახლოებით 2000-მდე ბიბლიოგრაფიულ ცნობას, განსაზღვრავს 900-ზე მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ ტერმინსა და აკრონიმს და მათემატიკურ ცნებას. პრეზენტაცია არის აღწერითი და პედაგოგიური. წიგნი ქვეყნდება Palgrave Macmillan-ის მიერ, რომელიც Springer Nature საერთაშორისო გამომცემლობის ნაწილია.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის (გერმანული მიმართულება) კურსდამთავრებულმა მარიამ კოლბინმა გაიმარჯვა პასაუს უნივერსიტეტის სტიპენდიის კონკურსში. მარიამი მაგისტრატურაზე სწავლას სრული დაფინანსებით გერმანიაში გააგრძელებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის (არაბული მიმართულება) კურსდამთავრებულმა გუცო ზენაშვილმა გაიმარჯვა ქუვეითის უნივერსიტეტის არაბული ენის შემსწავლელი ცენტრის ერთწლიანი სტიპენდიის კონკურსში. პროგრამა ქუვეითის მხარის მიერ სრულად არის დაფინანსებული.
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები საშუალო ქულის მიხედვით, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციულად ლიდერია. ასევე, უკვე ტრადიციულად მეორე საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი შეინარჩუნა აგრარულმა უნივერსიტეტმა. ამასთან, 2018 წელს გამოცხადებული ყველა ადგილი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მხოლოდ თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა შეავსეს (მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს შორის). მეტიც, ორივე უნივერსიტეტმა გამოცხადებულზე ადგილებთან შედარებით მეტი სტუდენტი მიიღო, რადგან, საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები უნივერსიტეტებში განსაზღვრული კვოტების გარეშე ირიცხებიან. წელს თავისუფალი უნივერსიტეტი ცხრა ოლიმპიელმა აირჩია (ეს უპრეცენდენტო შედეგია), ხოლო აგრარული ერთმა. შესაბამისად, თავისუფალმა უნივერსიტეტმა გამოცხადებულზე ცხრა სტუდენტით მეტი მიიღო, აგრარულმა ერთით. ასევე, საუკეთესო ქულების მქონე ხუთი აბიტურიენტიდან ოთხი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საუკეთესო 10-დან - რვა, ხოლო საუკეთესო 15-დან - 13 გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი. რაც შეეხება პროგრამების რეიტინგს, პირველი ოთხი ყველაზე რეიტინგული პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტზე მოდის და საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო 10-ეულში თავისუფალი უნივერსიტეტის 6 პროგრამა შევიდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ბახტაძემ განახორციელა უკვე მეორე სამეცნიერო კვლევა მაღალი ენერგიების ასტროფიზიკის დარგში (პირველი ნაშრომი დაბეჭდილია სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Modern Physics D). გიორგის ახალ კვლევაში შესწავლილია დამაგნიტებულ მბრუნავ მაგნიტოსფეროში დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის 3D-დინამიკა იზოტროპული ფოტონური ხახუნის პირობებში. ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. ასევე, მისი ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივშიც. გიორგი პირველი კურსიდან ჩაერთო თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე კვლევით საქმიანობაში და მიღებული სამეცნიერო შედეგები "ცოდნის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით 2016 (მალტა) და 2018 (ჰელსინკი) წლებში ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. თავისუფალი უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის სამეცნიერო მოღვაწეობაში გადადგმულ ამ სერიოზულ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
13 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა "პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლებისპრაქტიკაში". დახურვის ცერემონიაზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, რომელმაც მონაწილეებს მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება და სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებს ასევე მიმართეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნათია ხანთაძემ და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ქრეიგ მარტინმა. საზაფხულო სკოლა 4 დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობას იღებდა 5 უნივერსიტეტის 30 სტუდენტი.
ტრადიციულად - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტე

გვერდები