ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი წერეთელი ჯერ კიდევ მეორე კურსიდან ჩაერთო კვლევით მუშაობაში და ერთ-ერთი საინტერესო ამოცანა განიხილა. კერძოდ, გიორგიმ ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა ე.წ. მეორე სიბლანტის კოეფიციენტის გავლენა ჰიდროდინამიკურ დინებებში აღძრულ არამდგრადობებზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ჩაატარა შესაბამისი ანალიზი. ეს ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. ამავე დროს შრომა გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატიების არქივში: https://goo.gl/1mzSmM აღსანიშნავია, რომ გიორგიმ წინასწარი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. გიორგი ამჟამად ერთი სემესტრით იმყოფება პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში. მისი ვიზიტი ფინანსდება ერასმუს პლუს პროგრამით. თავისუფალი უნივერსიტეტი გიორგი წერეთელს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული თეკლე ერქვანიძე ჩაირიცხა პეკინის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად დაფარავს ჩინური მხარე.
9 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ფარნების ფესტივალი ჩატარდა. ფარნების სანახაობრივი (იგივე იუენსიაოს დღესასწაული) და ნათელი ფესტივალი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, ჩინეთში - ყოველწლიური ტრადიციაა, რომლითაც აღმოსავლური ახალი წელი სრულდება. მილიონობით ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში ბრუნდება, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს და მონაწილეობა მიიღოს კარნავალებში, მსვლელობებსა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომას ჩინეთში ორი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იმართება მასკარადები და ბაზრობები. ფარნების ფესტივალი - ეს დღესასწაულის დასკვნითი ეტაპია და მისი ყველაზე ნათელი და სანახაობრივი ნაწილიც. ხალხური თქმულებების თანახმად, პეტარდების აფეთქების ხმა ბოროტ სულებს აფრთხობს. კამპუსში, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში, მოეგოთ უამრავი პრიზი, ესწავლათ ჩინური კვანძების გაკეთება და დაეგემოვნებინათ ჩინური ნუგბარი, ლომისა და დრაკონის ცეკვა, გადაეღოთ უამრავი სამახსოვრო ფოტოსურათი.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში პროფესორ ტომოჰიკო ტანიგუჩის ლექცია ჩატარდა. შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულების ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა. პროფესორი ტანიგუჩი ამჟამად არის ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი და იაპონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა იაპონურ ყოველკვირეულ გამოცემა ნიკკეი ბიზნესში. აქვს მდიდარი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.
17 მარტს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერ
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი საბუნებისმეტყველო სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, თემურ ქანთარია და თენგიზ ქანთარია მიწვეულები იყვნენ პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაზე „EuroSciCon Conference on Chemistry 2018”. ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საგრანტო კონკურსით. ძმებმა ქანთარიებმა წარადგინეს სასტენდო მოხსენებები (პოსტერები) საკუთარი სადისერტაციო კვლევების შესახებ. კონფერენციაზე თემურ ქანთარია დააჯილდოვეს „საუკეთესო პოსტერის ჯილდოთი“. ძმები ქანთარიები ასევე მიიწვიეს შემდეგ კონფერენციაზე, რომელიც 2019 წელს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება.
პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia: Improving Research, Education and Engagement (MIPAG) ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ჯეფ რენო - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გრანტოფიცერი და ნინო გაგუა - საგრანტო პროგრამების მენეჯერი. შეხვედრები გაიმართა MIPAG-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი პროგრამის Certified Public Policy Analyst-ის (CPPA) ლექტორებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრებზე განიხილეს პროგრამის როგორც მიმდინარე საკითხები და შედეგები ისე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. პროგრამა CPPA ერთობლივად ხორციელდება თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო პოლიტიკის კვლევის გაუმჯობესება. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, მისი მეშვეობით უნივერსიტეტის ინტეგრირებას სამოქალაქო საზოგადოებაში და უნივერსიტეტის ჩართულობის გაუმჯობესებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირებაში.
3 მარტს პარიზში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Palais de Tokyo-ში წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერი სიტუაციონისტი (SITUATIONIST OFFICIAL). დიზაინერის შოუ იყო კოლაბორაცია VA[A]DS-ის დეკანთან, ირინა პოპიაშვილთან, რომელმაც წარმოადგინა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები - გიორგი გელაძე და სალომე ჯოხაძე. გიორგი გელაძის პერფორმანსი , შოუს ნაწილი იყო როდესაც ის მოდელების ტანსაცმელზე ახატავდა და აწერდა ტექსტს.

გვერდები