2014 წლიდან თავისუფალ უნივერსიტეტს კიდევ ერთი - ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა დაემატა, რომლის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე სახელოვნებო განათლება. 2018 სკოლას შეეცვალა სახელი და დაერქვა ვიზულაური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა.
სკოლა გამოირჩევა ადამიანური და მატერიალური რესურსები ხარისხიანობით და სწავლების განსხვავებული მიდგომით, რაც შემდეგში გამოიხატება:
2014 წელს სკოლამ სტუდენტთა პირველ ნაკადი მიიღო.
ამჯერად, სკოლას გთავაზობთ ხელოვნეის ბაკალავრის პროგრამას კონტენტრაციებით სახვით ხელოვნება, კომუნიკაციის დიზაინი და ინტერიერის დიზაინი. ასევე გთავაზობთ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამას.
სკოლა შეიქმნა Rhode Island School of Design-ის, Carnegie Mellon University-ს და ევროპული სახელოვნებო სკოლების გამოცდილების გაზიარების მაგალითზე.
სკოლის სწავლების პრინციპი არის ინტერდისციპლინარული და საბაზო განათლება სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენტებს ერთნაირი აქვთ.
დიზაინის სტუდენტებიც შეისწავლიან სახვით ხელოვნებას და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა ინდუსტრიაში იმუშავებენ მათ ყოველთვის ეცოდინებათ სახვითი ხელოვნების ძირითადი პრინციპები და მათი მნიშვნელობა საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის.
სკოლაში მოწვეული პროფესორები, წარმატებული ხელოვანები, კურატორები და გალერისტები რეგულარულად ჩაატარებენ ლექციებისა და workshop-ების კურსს. სკოლის ინტერესებშია, რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალფეროვანი სწავლების ფორმატის გაცნობა.
იგეგმება სტუდენტების, პროფესორებისა და სხვა საერთაშორისო ხელოვანების გამოფენები. გამოფენები და მათი მოწყობის კულტურა სკოლის სასწავლო პროგრამისა და სილაბუსების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სწავლის პირველივე ეტაპზე სტუდენტები აწყობენ გამოფენებს, მუშაობენ პროექტებზე და პროფესორებთან ერთად ხდებიან მოქმედი არტსამყაროს თანამონაწილეები.
ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამა