ENG GEO

Search form

მისია/ხედვა

ხედვა

თავისუფალი უნივერსიტეტი არის განათლების ლიდერი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე და პრაქტიკაზე

მისია

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი არის არასახელმწიფო არამომგებიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე

  • შექმნას სწავლის, სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის;
  • ჩამოუყალიბოს მათ თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა შეძლონ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში, მიიღონ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ გამოწვევებს, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო.

თავისუფალი უნივერსიტეტი ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს გზას უხსნის შემეცნებისაკენ, საშუალებას აძლევს სწავლის თანამედროვე მეთოდების, სწავლებაში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და სწავლების საუკეთესო გარემოს შექმნით სიამოვნება მიიღონ შემეცნების პროცესში აღმოჩენებისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებით, რომელშიც მათ დაეხმარებიან უნივერსიტეტის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აღიარებულნი არიან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.