ENG GEO

Search form

გია დვალის მორიგი სტუმრობა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში

კამპუსი აგრძელებს კახა ბენდუქიძის მემორიალური საჯარო ლექციების ციკლს.

რიგით მესამე ლექცია წაიკითხა ცნობილმა ქართველმა ფიზიკოსმა და თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორმა, გია დვალმა. ლექციის თემა იყო - სუპერსიმეტრია და დამატებითი განზომილებები.

დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გია დვალი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში და მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიუნხენში.

2001 წელს მიიღო ნიუ-ორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. ქართველი ფიზიკოსი ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.