ENG GEO

Search form

ხუთი ახალი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს 5 ახალი, აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს.

აკრედიტაცია მიენიჭა სოციალური მეცნიერებების, ოპერაციების მენეჯმენტის, ბიზნეს სამართლისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამებს.

სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობები), ოპერაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამას - თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

ამასთან, აკრედიტაცია მიიღო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამამ, რომელსაც ერთობლივად ახორციელებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.

ასევე, ერთობლივად, ორივე უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაც.

საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ პროგრამას ორი უნივერსიტეტი ქმნის.

პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 3 თებერვლის სხდომაზე.