ENG GEO

Search form

ჟურნალისტური წერის კონკურსი - 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერაბათა სკოლა აბიტურიენტებისა და მეთერთმეტე კლასელებისთვის აცხადებს ჟურნალისტური წერის კონკურსს.

კონკურსი არის მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტიკით თუ სხვადასხვა სფეროში სტატიებიის წერით და სურს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში.

დარეგისტრირდით აქ!

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან.

სამივე ეტაპზე კონკურსანტები დავალებას მიიღებენ მენტორისგან, ცნობილი ქართველი ჟურნალისტისგან ან მწერლისგან.

მენტორები გარდა დავალებისა, ყოველი ტურის წინ კონკურსანტებს ჩაუტარებენ მოსამზადებელ მასტერკლასს.

გამარჯვებული პირველი სამეული მიიღებს შემდეგ სასწავლო ვაუჩერებს.

  • პირველი ადგილი - 2500 ლარი
  • მეორე ადგილი - 1500 ლარი
  • მესამე ადგილი - 1000 ლარი

საუკეთესო კონკურსანტები პირველი კურსის შემდეგ გაივლიან სტაჟირებას ცნობილ მედია ორგანიზაციებში, როგორც სრულფასოვანი ჟურნალისტები.

მოგებული ვაუჩერი დააფინანსებს სწავლას თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში 8 სემესტრის განმავლობაში, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ აითვისონ ყველა ის უნარი, რაც სჭირდება პროფესიონალ ჟურნალისტსა და ესეისტს.  

რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მე-12, ისე მე-11 კლასის მოსწავლეებს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 8 მარტამდე  (23:59 საათამდე).

კონკურსი ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 592 25 25 00 მაკა შულაია

ელ.ფოსტა: m.shulaia@freeuni.edu.ge