ENG GEO

Search form

გრაფიკული დიზაინის კონკურსი

10 აპრილს VADS-ი ატარებს გრაფიკული დიზაინის კონკურსს აბიტურიენტებისთვის.

დარეგისტრირდით აქ და მიიღეთ მონაწილეობა!

კონკურსის მონაწილეებს მიეცემათ ქართული ანბანის გამოყენებით დაწერილი სიტყვა, რომელზეც საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა შექმნან ჩანახატი და საბოლოოდ – ლოგო.

სიტყვა არის თავთავი და მას ლოგოს ვერსიაში უნდა დაემატოს სიმბოლო.

ნამუშევრები უნდა შესრულდეს A4 ფორმატის ქაღალდზე ერთ ფერში (შავ-თეთრი), ფანქრის გამოყენებით (კონკურსისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

• რამდენად უპასუხებს მათი ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას


• მათი ინტერპრეტაციის კრეატიულობა და ინოვატორულობა


• რამდენად ერკვევა აბიტურიენტი პლასტიკაში, კომპოზიციაში, პროპორციებსა და ოპტიკაში

სასურველია კონკურსანტებმა ჩანახატების სახით აჩვენონ იდეის განვითარების პროცესი

კონკურსი ჩატარდება შაბათს, 10 აპრილს, 12 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლის სახელოსნოში. კონკურსის ხანგრძლივობაა 2 საათი.

დაჯილდოება გაიმართება 17 აპრილს.

ნამუშევრების შეფასება:

უნივერსიტეტის სტუდენტების აზრით საუკეთესო ლოგოს გრაფიკული დიზაინის ავტორ აბიტურიენტებს გადაეცემათ პრიზები სასწავლო ვაუჩერების სახით: 
5 სასწავლო გრანტი – 300 ლარიანი ვაუჩერი 5 საუკეთესო ნამუშევარს!

ამის გარდა, VADS-მა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეიძლება განსაკუთრებული პრიზი მიანიჭოს რჩეულ ნამუშევრებს:


ერთი წლის სწავლისათვის საჭირო საფასური

1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

აბიტურიენტებს სასწავლო ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში.

ყველა აბიტურიენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატი.