ENG GEO

Search form

თავისუფალი აზროვნება - 2017

აბიტურიენტებო,

თავისუფალი უნივერსიტეტი თქვენთვის აცხადებს თავისუფალი აზროვნების კონკურსს.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს მომავალი სტუდენტების ანალიზური, კრიტიკული და ლოგიკური მსჯელობის უნარი და, რაც მთავარია, გასაქანი მისცეს მათ თავისუფალ აზროვნებას.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან.

თითოეულ ეტაპზე კონკურსანტებს დაესახებათ ამოცანა ან დაესმევათ კითხვა, რომელთაც მონაწილეებმა წერილობით უნდა გასცენ პასუხი.

დასმული საკითხი ყოველ ეტაპზე უფრო გართულდება და მონაწილეებისაგან მოითხოვს უფრო მეტი უნარის გამოვლენას.

კონკურსის პირობებით არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი, არსებობს მხოლოდ მსჯელობის თქვენ მიერ არჩეული გზა.

დარეგისტრირდით აქ, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო ვაუჩერი.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

√  პირველი ადგილი - 2500 ლარიანი ვაუჩერი

√  მეორე ადგილი - 1500 ლარიანი ვაუჩერი

√  მესამე ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი

ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაშის წავლას 8 სემესტრის განმავლობაში.

წლევანდელ კონკურსში მოგებული ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 2017 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

კონკურსის პირველი ტური  ჩატარდება პარალელურად თბილისსა და ქუთაისში.

მეორე და მესამე, დასკვნით ტურს უმასპინძლებს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი.

რეგისტრაცია დასრულდება 2 მარტს.

 

 


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 555 49 06 49 თეკო ძიძიგური

ელ.ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge