ENG GEO

Search form

ბადრი გელიტაშვილი

ბადრი გელიტაშვილი

• თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი
• ბიზნესის სკოლა ESM-ის ლექტორი 1993 წლიდან
• 2008-2009 წლებში, ESM-ის პარალელურად, მიჰყავდა ლექციათა კურსი მიკროეკონომიკაში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ე.წ. ელიტურ ჯგუფებთან.
• 1997-1999 წლებში ასწავლიდა ეკონომიკის საფუძვლებს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში და ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებას.
• 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით „მათემატიკა“ და საზოგადოებრივ პროფესიათა (მეორადი) ფაკულტეტი, მხარეთმცოდნეობის (ქართული კულტურა, ძეგლთმცოდნეობა) განხრით. ხოლო 1997 წელს - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი სპეციალობით „ეკონომიკა და მენეჯმენტი“.
• 1996 და 2004 წლებში სტაჟირება გაიარა მოსბახის პროფესიულ აკადემიასა და ჰაიდენჰაიმის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში (ბადენ-ვიურთემბერგი, გერმანია) ეკონომიკის სწავლების მეთოდიკის შესასწავლად. 2005 წლის ივნის-დეკემბერში სწავლობდა პრაღის ეკონომიკური კვლევის ცენტრში (ჩეხეთის რესპუბლიკა) სადოქტორო ხარისხის მოპოვების მიზნით, თუმცა შეწყვიტა ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
• კურსები: ეკონომიკის საფუძვლები, მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა
• Email: b.gelitashvili@freeuni.edu.ge